Baby Bag

„ბავშვი ყოველთვის სწავლობს შეგრძნებებით, რაც უფრო მეტი შეგრძნებაა ჩართული თამაშის პროცესში, მით უფრო ეფექტიანია,“ - ოკუპაციური თერაპევტი

ოკუპაციური თერაპევტი ნინო ჭუმბურიძე „სხვა შუადღეში“ ფუნქციური თამაშების მნიშვნელობის შესახებ საუბრობს:

„ნებისმიერ შემთხვევაში, ტიპური განვითარების თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთან, აუცილებელია შეგრძნებების სტიმულაცია. ბავშვი ყოველთვის სწავლობს შეგრძნებებით. რაც უფრო მეტი შეგრძნებაა ჩართული თამაშის პროცესში, მით უფრო ეფექტიანია ეს პროცესი. აუცილებელია, თითოეული მასალა ფუნქციურად გამოვიყენოთ. ამას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ შეხების სახე. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენი მოქმედება უნდა იყოს აქტივობის ნაწილი. ეს არის ოქროს წესი. მოქმედება უნდა იყოს მიზანმიმართული და ფუნქციური. რას ვგულისხმობთ ამაში? თქვენ ახსენეთ, რომ ბავშვმა რომელიმე ნივთი ან სათამაშო, შესაძლოა, გამოიყენოს და მერე მობეზრდეს. თუ თამაშს ფუნქციურ სახეს მივცემთ, ეს არ მოხდება. თუ ბავშვი თამაშობს წიწიბურაში ან ქვიშაში, მას უნდა მივცეთ საშუალება, რომ სხვადასხვა ფიგურები მოხაზოს. ამ დროს ის იღებს ორ შეგრძნებას: ეხება წიწიბურას, იჭერს ხელში და ა .შ. თამაშისას ბავშვი პინცეტისებურ ჩაჭიდებებს აკეთებს. ამ შემთხვევაში წერისთვის მზაობაზეც შეგვიძლია მუშაობა.“

„წიწიბურით თამაში, როგორც წესი, ძალიან პატარა ასაკიდან იწყება. ბავშვები ხელებს ყოფენ წიწიბურაში. ჩვენ შეგვიძლია პატარ-პატარა სათამაშოები ჩავუყაროთ შიგნით და წავახალისოთ, რომ იპოვოს. შესაძლებელია, რომ წიწიბურა უბრალო ბუშტში მოვათავსოთ და ბავშვმა სხვადასხვა შეგრძნებები მიიღოს.“ - აღნიშნავს ნინო ჭუმბურიძე.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის

თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის

„თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის“ მშობლისა და აღმზრდელის წიგნია.

წიგნში მოცემულია რჩევები და თამაშები თქვენი ბავშვის მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობისთვის.

წიგნში მოცემული რეკომენდაციები ეყრდნობა ადრეულ ასაკში სწავლისა დაგანვითარების სტანდარტებს, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნადა 2010 წელს გამოიცა. წიგნი დაგეხმარებათ ყოველდღიურად უკეთ დაგეგმოთ განმავითარებელი და ბავშვისთვის საინტერესო აქტივობები თუ თამაშები, რომლებშიც თქვენც ხალისით ჩაერთვებით.

მოცემული წიგნი იხილეთ ბმულზე - „თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის“

წაიკითხეთ სრულად