Baby Bag

„მე სულ თავზე ვაზივარ ბენს და ვურტყამ ხოლმე, იმიტომ, რომ ლიდერი ვარ ურთიერთობაში,“ - ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილმა გადაცემა „იმედის დღეში“ ოჯახური იდილიის შესახებ ისაუბრა:

„ოჯახური იდილიის საიდუმლო არ არსებობს. ვინც გეტყვით, რომ არსებობს, ის აუცილებლად გატყუებთ. შემჩნეული მაქვს, რომ როგორც კი ვინმეს ავიჩემებ, ვიტყვი, ეს რა კარგი წყვილია, როგორ მშურს, რა კარგი ურთიერთობა აქვთ-მეთქი, მაშინვე შორდებიან. როგორც კი ვხედავ, რომ ადამიანი საჯაროდ ქადაგებს იდილიაზე და ყვება, რომ რაღაც საიდუმლო აქვს, ყველაფერი ცუდად მთავრდება.“

ნუკის თქმით, მას ოჯახური იდილიის საიდუმლო არ აქვს:

„მე არ მაქვს ოჯახური იდილიის საიდუმლო. ჩვენ ვჩხუბობთ, ერთმანეთს ვეუბნებით კიდეც: „აღარ დაგინახო!“ მე ვფიქრობ, რომ არ უნდა მოატყუოთ ერთმანეთს, თავიდანვე უნდა აჩვენოთ პარტნიორს, ვინ ხართ რეალურად, რომ მერე სიურპრიზები არ არსებობდეს. ვფიქრობ, რომ მეგობრობა და პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად აკეთებდეთ ყველაფერს და არ იყოს გამოკვეთილი ლიდერი. ახლა ისეთ რაღაცებს ვამბობ, რაც ისედაც იცით. კი ვამბობ, რომ გამოკვეთილი ლიდერი არ უნდა იყოს-მეთქი, მაგრამ მე სულ თავზე ვაზივარ ბენს და ვურტყამ ხოლმე, იმიტომ, რომ ლიდერი ვარ ურთიერთობაში. დათმობებზე წასვლა ძალიან მიჭირს, მე და ბენს ორივეს ლიდერული ხასიათი გვაქვს. როდესაც გადაწყვეტილების მიღებაზე დგება საქმე, აუცილებლად ვჩხუბობთ. ბავშვის დაბადების დღეა, მე ვფიქრობ, რომ სადმე წავიყვანო და გავართო. ბენი მეუბნება, რომ ახლა რთული პერიოდია და არ უნდა წავიყვანო. მირჩევს, ისეთი რამ გავაკეთო, რაც ბავშვს დაამახსოვრდება. მე ვუწყებ ჩხუბს, რომ გაერკვეს რა უნდა, დაამახსოვრდეს ბავშვს დაბადების დღე, თუ არ დაამახსოვრდეს. ასეთ წვრილმან რაღაცებზე ყოველთვის ჩხუბი მოგვდის.“

„ჩემი და ბენის ურთიერთობა თავიდანვე შორი მანძილიდან დაიწყო. ორი წელი ასე ვცხოვრობდით, ჩავდიოდი, იქ ორი კვირა ვიყავი, მერე, შეიძლება, ექვსი თვე ან ერთი წელი არ მენახა. შესაბამისად, მესიჯები და ტელეფონით ლაპარაკი ჩვენთვის ურთიერთობის მისაღები ფორმაა. მეტსაც გეტყვით, ვამბობთ ხოლმე, რომ კარანტინში ერთად რომ ვყოფილიყავით, აუცილებლად დავშორდებოდით,“ - აღნიშნა ნუკი კოშკელიშვილმა.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემი ოქროს ხანა ახლა იწყება“ - ნუკი კოშკელიშვილი 30 წლის გახდა

„ჩემი ოქროს ხანა ახლა იწყება“ - ნუკი კოშკელიშვილი 30 წლის გახდა

ნუკი კოშკელიშვილი დღეს 30 წლის გახდა. საიუბილეო თარიღი მან ინსტაგრამზე ამ ფოტოთი და ტექსტით აღნიშნა.

„ავოეეეე, 30! დედას გეფიცებით, ასე მგონია, გუშინ ვიყავი 16-ის და უამრავი მიზანი და გეგმა მქონდა, სად წავიდა ამდენი წელი??? როგორ გაირბინა ასე მალე?? აქ დიდი ხანია მამაკაცები აღარ არიან, მხოლოდ გოგოებს გეჭორავებით, ამიტომ ეს ფოტოც არ გამოიწვევს აჟიოტაჟს, ისეთი დაფოტოშოპებულია მაინც, გინდ ჩემი ფოტო დამედო და გინდ სხვისი. არა უშავს, დრო გავა, შვილიშვილებს მოვატყუებ, ასეთი ვიყავი, ბებია, 30 წლის-თქო. ადრე მეგონა, 25-ს რომ გადაცდებოდი და არ იყავი გათხოვილი, შინაბერა იყავი, 30 და ჯერ უშვილო ხომ მით უმეტეს დიდი ამბავი იყო. საზოგადოება გვიწესებს ფარგლებს. დრო შეიცვალა და იმედი მაქვს, 25-30 წლის გოგოები ასე აღარ ფიქრობენ. ახლა ვიხსენებ, 20 წლის საკმაოდ ჩამოუყალიბებელი ვიყავი, ბევრჯერ მითქვამს თქვენთან, ყველა ქალს სხვადასხვა ასაკი უხდება-მეთქი. მე არ ვიყავი მაინც და მაინც მშვენიერი ადრე, ახლა უფრო ვიხვეწები და ნელ-ნელა ისეთი ვხდები, როგორიც მინდა, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩემს სხეულში, ეტყობა, ჩემი ოქროს ხანა ახლა იწყება. სამწუხაროდ, ბუნება მებრძვის, გინდა არ გინდა, გრავიტაცია თავისას შვრება და ყველაფერი უფრო გეწელება, და ფორმაში ყოფნაც უფრო რთული ხდება, ზოგადად, მოტივაციას გიმცირდება. მინდა უფრო სერიოზულ ამბავზე დაგელაპარაკოთ.. მიზნების დასახვა და მიზნებისკენ სწრაფვა ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ დაიწყოთ, მხოლოდ გარეგნობაზე არ მაქვს საუბარი, გარეგნობა მეორე და საერთოდ მეასე ხარისხოვანია. ზოგი გათხოვდა 15 წლის და განათლება ვერ მიიღო, ახლა კი ნანობს და ფიქრობს, გვიანია. გვიანი არასდროს არის!! ზოგი იძახის დედა ვარ, ცოლი, რაღა დროს ჩემი ცხოვრებაა, უნდა მივხედო ოჯახს. რატომ, კაცო? ერთი მეორეს რას უშლის? ჩვენი ჭია არ უნდა გავახაროთ?! მინდოდა ეს, თითქოს და პროვოკატიული ფოტო, ყოფილიყო ბევრი ქალისთვის, ვინც ჩემსავით განიცდის ასაკის მომატებას, ცვლილებებს, გარდაქმნას სტიმული. მერე მივხვდი, რომ ძალიან აშკარად გალამაზებული ვარ და ისე რა სტიმულია, უფრო ტყუილი გამოდის, მაგრამ ის შემიძლია გითხრათ, გული არ იცვლება, 30, 90 წლისას ისევე გინდა ბედნიერება, როგორც 16 წლის რომ იყავი. მე ველაპარაკები ყველა ასაკის ქალს! არ ვიცი, 50 წლის რომ გავხდები თუ შევძლებ ასეთი ფოტოს გადაღებას, მაგრამ დღეს ვარ 30-ს და ზუსტად ვიცი, ცხოვრებაში კიდევ ბევრია გასაკეთებელი, სანახავი, დასაპყრობი. ასაკი მხოლოდ ციფრებია, 30 კი ახალი 20-ია! ყველაფერი წინ არის!“ - წერს ნუკი.

--insta--
წაიკითხეთ სრულად