იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა, როგორ გადააქვთ ბავშვებს კორონავირუსი და დღევანდელი მონაცემებით, რამდენად არიან რისკ-ჯგუფში.
მაღაზიის დახლებზე უკვე გამოჩნდა ახალი კარტოფილი და კითხვა სასარგებლოა თუ არა ეს პატარა, თხელკანიანი კარტოფილები ჯანმრთელობისთვის აქტუალური გახდა. განსაკუთრებით პატარების დედებს აინტერესებთ, შეიძლება თუ არა მისი მიცემა ბავშვებისთვის.
პასუხი ცალსახაა - ახალი კარტოფილი სწრაფი წესით არის მოყვანილი და შესაბამისად გაჯერებულია ნიტრატებით. ნიტრატი თავისთავად მავნე ნივთიერება არაა, მაგრამ კუჭნაწლავში მოხვედრის შემდეგ ის გარდაიქმნება ნიტრიტად, რაც უკვე შხამს წარმოადგენს.
ამიტომ უმჯობესია თუ ახალ კარტოფილს პატარას არ მივცემთ და ჩვენც თავს შევიკავებთ.