ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„მე და გია უკვე მესამე წელია რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ,“- თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილთან დაშორების შესახებ
„მინდა ვუპასუხო უამრავ შეკითხვას,რომელიც სოციალურ ქსელებში დამხვდა. მე და გია უკვე მესამე წელია რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები ჩამოგვიყალიბდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ ცალკე გაგვერძელებინა ცხოვრება. თუმცა ერთმანეთთან გვაქვს კარგი ურთიერთობა. ჩვენ გვყავს 4 საოცარი გოგონა, რომელთაც ერთობლივი ძალისხმევით ვზრდით და ყველანაირად გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. პატარები ჩემთან არიან თუმცა, გია მაქსიმალურ დროს ატარებს მათთან და მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს ამაში. ჩვენი გაშორების ფაქტის საჯარო გამომზეურებაზე სწორედ იმ მიზეზით ვთქვით უარი, რომ ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესი აგვერიდებინა. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოთხი საოცარი გოგონა და მაქვს საყვარელი საქმე, რომელსაც იმედი მაქვს მალე დავუბრუნდები.
P.S.
ძალიან გულდასაწყვეტია, რომ სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემები ყლველგვარი გადამოწმების გარეშე ავრცელებენ ინფორმაციას და ამით დისკომფორტს უქმნიან ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ჩემი მთავარი ამოცანაა ჩემი ოთხი საოცარი გოგონას აღზრდა და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბარი ძალიან ნაადრევია,”- წერს თაკო ტაბატაძე.