Baby Bag

ამ 9 ნიშნიდან მინიმუმ 5 მაინც უნდა გქონდეთ, რომ დეპრესიის დიაგნოზი დაისვას

როგორ გამოვიცნოთ დეპრესია და რა უნდა ვიცოდე მასზე? - აღნიშულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

ნახეთ ვიდეო ☝️

წყარო: Usmle მოსამზადებელი ცენტრი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

,,როდის გავა ეს ზამთარიო, არ წამოგცდეთ, მთავარია, - ეწყინება და მალე გავა და რა გამოდის? -...
,,სეზონური დეპრესიისკენ მიდრეკილებს ჭეშმარიტად გეტყვით კაირამეს: ადრიდან მორთეთ ბრჭყვიალა ნივთებით სახლი და ფერადი ყვავილები უხვად გქონდეთ ფანჯრის რაფებზე, ყველა სხვა ფერი ნაცრისფერ ცაზე უპირველესად რ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს საზღვრები თუ არ დაიცავი, ყველაფერი დაგანგრევს: სხვისი ცუდი ამბავიც და წუწუნიც,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ხშირად მოწუწუნე ადამიანების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წუწუნი გარკვეული როლია, რომელსაც ადამიანი ირგებს:

„ეს წუწუნი არის როლი. ​ჩვენ ხომ სოციალური როლები გვაქვს. ვთქვათ ბრძენის როლში ვარ და მინდა, რომ ყველამ მე მკითხოს ჭკუა, ვთქვათ დედა ტერეზასავით საყოველთაო დედა ვარ ან რაღაცის დირექტორი ვარ და ამიტომ, ყველას დირექტორი ვხდები. ეს როლი თეატრალური როლი კი არ არის, სოციალური როლია. ეს წუწუნი არის გაყინული გრიმასა სახეზე. ადამიანი რომ გხვდება და სულ მოწყენილი სახით რომ არის. ეს გაეყინა სახეზე და ამ როლიდან ვერ გამოდის. ტანჯულია, ბედი არ აქვს, მას არაფერი არ გამოსდის. ადამიანი საკუთარ თავს უკეთებს ამ სათაურებს.“

მარინა კაჭარავამ აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას ნეგატიურად უყურებს, სიხარულს კარგავს:

„რომ იფიქრებ, რომ ხარ უბედური, არაფერი არ გამოგდის, ფული არ გაქვს, საჭმელი არ გაქვს, ამ შემთხვევაში სიხარული საიდან იქნება?! ​ბუნებრივია, სიხარულსაც კარგავს ადამიანი. ადამიანს სჭირდება, რომ სიტყვებს შორის დაიჭიროს, რომ ცოცხალია, რომ ჯანმრთელია, რომ ხელები და ფეხები აქვს, სახლი აქვს და კარი აქვს. აქედან რომ შეხედოს თავის ცხოვრებას, ნამდვილად სიხარული გაუჩნდება, მადლიერება მაინც, რომ თურმე არც ისე ცუდად არის საქმე.“

მარინა კაჭარავას თქმით, მთავარია, რომ ურთიერთობაში ადამიანებმა საზღვრები დაიცვან და ერთმანეთის სივრცეში არ შეიჭრან:

​წუწუნა ადამიანი ჩემს გარშემოც ბევრია. მე პირადად არ მაწუხებს, რომ ის წუწუნებს. მგონი, თვითონ წუხდება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი საზღვრები დავიცვათ. ეს საზღვრები თუ არ დაიცავი, ყველაფერი დაგანგრევს: სხვისი ცუდი ამბავიც და წუწუნიც. არც მე უნდა შევიჭრა სხვის საზღვრებში და არც სხვა უნდა შემოიჭრას ჩემს საზღვრებში. როგორც მე არ უნდა მოვიდე და არ უნდა დაგილაგოთ სახლი და ცხოვრება, ასევე მე არ უნდა მოგცეთ ამის საშუალება.“

„შეიძლება ზოგს კარგად აქვს წუწუნი დაცდილი. არის ეს მომენტიც: რომ ვწუწუნებ, მერე კარგად გამომდის საქმე. რამდენი ვთქვი, რომ კარგად არის, იმდენი ცუდად მოხდა." ესეც კოგნიტური შეცდომაა. ორ ერთმანეთთან დაუკავშირებელ მოვლენას შორის ხიდი გავდე. ​როდესაც ადამიანი წუწუნებს, მას რაღაც აკლია და ამის კომპენსაციას ახდენს. ჩვენ არ მოგვეთხოვება ფსიქოთერაპევტობა ურთიერთობებში,“ - აღნიშნა მარინა კაჭარავამ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად