განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა სანდრო ჯეჯელავამ თემაზე „როდის დაბრუნდება კარგი დრო?!“ ისაუბრა. ის თავის ვიდეო მიმართვაში სკოლებს და ონლაინ სწავლებასაც შეეხო:
„სკოლა, როგორიც იყო, მოგვწონდა? გვინდა იქ დაბრუნება? არადა, არ მოგვწონდა, არავის მოსწონდა... ყველა ამბობდა, რომ ბევრი რამეა შესაცვლელი, გამოსასწორებელი, ანუ, იქ დაბრუნება კი არ გვინდა, არამედ გვინდა, რაღაც ახალი დაიბადოს.
მე მახსოვს, როდესაც სკოლებში ონლაინ სწავლება საერთოდ არ იყო, ყველა ამბობდა, ონლაინ სწავლება რატომ არ არისო, ოცდამეერთე საუკუნეა და დროს ჩამოვრჩითო და სწორიც იყო... გასაგებია, რომ ჩვენ გასაჭირის გამო კი არ გვინდა რეფორმირება, არამედ გვინდა, რომ რაღაც შეიცვალოს, გამოსწორდეს, ეს გვჭირდება.
როდის დაბრუნდება ტრენინგები საკლასო ოთახებში და ფიზიკურ გარემოშიო? მე მგონია, რომ არც არასდროს არ დაუბრუნდება და დადგება ჰიბრიდული ტრენინგების ხანა ან რატომ უნდა დაბრუნდეს?!“
ვიდეოს სრული ვერსია იხილეთ აქ