Baby Bag

„კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით სამსაათ-ნახევარი. ძალიან არ უნდა მოშივდეს ბავშვს,“ - ნინო ხელაძე

„კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით სამსაათ-ნახევარი. ძალიან არ უნდა მოშივდეს ბავშვს,“ - ნინო ხელაძე

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ ბავშვებში ჭარბი წონის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ყველა ბავშვი ყოველდღიურად ერთი საათით მაინც უნდა იყოს დაკავებული სპორტით:

„ყოველდღე, ​ყველა ბავშვი მინიმუმ ერთი საათით უნდა იყოს სპორტით დაკავებული. ეს არის აბსოლუტური მინიმუმი ყველა ბავშვისთვის. თუკი მას წონაში მოკლება უნდა და ჭარბი წონა აქვს, ეს დრო, რა თქმა უნდა, იზრდება. ეკრანული დრო ითვლება, რომ მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა არის ორი საათი. ეს მოიცავს როგორც ტელეფონს, ასევე პლანშეტს, კომპიუტერს და ტელევიზორს. მეტი არ შეიძლება, არამარტო სიმსუქნის რისკის, არამედ სხვა ბევრი ჯანმრთელობის პრობლემის გამო.“

ნინო ხელაძის თქმით, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს იტვირთება თუ არა ბავშვი ფიზიკურად დღის განმავლობაში:

„ფიზიკური დატვირთვის ყველა წუთი არის მნიშვნელოვანი. თუ ზოგიერთო ოჯახი ვერ ახერხებს ფინანსური თუ ლოჯისტიკის საკითხის გამო, რომ ატაროს ბავშვი ერთ, ორ ან რამდენიმე წრეზე ან სპორტზე, თუნდაც ​15-15 წუთით რომ სახლში იცეკვოს ბავშვმა, ან ფეხით იაროს, ერთი საათი მაინც რომ გამოუვიდეს ფიზიკური დატვირთვა, ველოსიპედი იქნება თუ როლიკები, კარგია. უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება ბავშვი დღის განმავლობაში მინიმალური ერთი საათით ფიზიკურად დაიტვირთა თუ არა.“

„აუცილებლად მთელმა ოჯახმა უნდა შეცვალოს კვებითი ქცევა. ხშირად, როდესაც ვეკითხებით მშობელს: „როგორ იკვებეთ გუშინ?“ იქ უამრავი არასწორი კომპონენტი იქნება გამოვლენილი, რომლის მოდიფიცირება, შეცვლა დიდ შედეგს მოგვცემს. ​მაგალითად, ტკბილეულის მოხმარება, ცომეულის მოხმარება,საკვების გადანაწილება. 8 წლის ასაკში ბავშვი მინიმუმ 3-ჯერ უნდა იკვებებოდეს დღის განმავლობაში. კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით სამსაათ-ნახევარი. ძალიან არ უნდა მოშივდეს ბავშვს, რომ მერე ჭარბად არ მიიღოს საკვები. ხემსიც შესაძლებელია ჰქონდეს რვა წლის ბავშვს. ხანდახან ბავშვი მოჰყავთ მხოლოდ და გეუბნებიან, რომ წონაში დააკლებინო. ეს ოჯახისა და ბავშვის კოლექტიური შრომის შედეგი უნდა იყოს,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„მშობელს ჰგონია, რომ ბავშვი დანაყრდა, მაგრამ სწორედ აქედან მივდივართ მეტაბოლურ სინდრომებზ...
​პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში სწორი კვებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ნეგატიურად შეაფასა მშობლების მხრიდან ბავშვების ჭარბად გამოკვების ტენდენცია, რომელიც, პედიატრის...

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს მჟავა შვიდი წელი რჩება ორგანიზმში და მისი სულ მცირე რაოდენობა იწვევს დაავადებას

ეს მჟავა შვიდი წელი რჩება ორგანიზმში და მისი სულ მცირე რაოდენობა იწვევს დაავადებას

​​გრანიტის ზედაპირიანი ალუმინის ტაფების დამზადების პროცესში ხშირად გამოიყენება პერფტოროცტანული მჟავა, რომელიც კარცენოგენად არის აღიარებული.

პროფესორმა დევიდ ბონდმა გრანიტის ზედაპირიანი ტაფებისა და ქვაბების უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა და პერფტოროცტანული მჟავის მოქმედების მექანიზმი გაგვაცნო:

„პერფტოროცტანული მჟავა იწვევს კიბოს, მენტალურ აშლილობას, იმუნურ დისფუნქციას, უნაყოფობას მამაკაცებში. ეს უკვე კვლევებით დადასტურებულია. ეს დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ დადგინდა იმ ადამიანებზე დაკვირვებით, რომლებიც საწარმოში მუშაობდნენ, სადაც ამ ტიპის ტაფებსა და ქვაბებს ამზადებდნენ.“

„პერფტოროცტანული მჟავა არის საშიში მცენარეებისთვის, ცხოველებისა და ადამიანებისთვის, რადგან ის შვიდი წელი რჩება ორგანიზმში და მისი სულ მცირე რაოდენობაც კი იწვევს ამ დაავადებას. ეს მჟავა ლაბორატორიაში შექმნილი სინთეტიკური ნივთიერებაა და მას ბუნებრივად ვერაფერი დაშლის. მჟავა ვერ მოხვდება ადამიანის ორგანიზმში ტაფებიდან და ქვაბებიდან,​ რადგან მათი დამზადების პროცესში ის მთლიანად გამოდის ჭურჭლიდან. მჟავა ზიანს აყენებს ქარხანაში მომუშავე ადამიანებსა და გარემოს. სწორედ ამის გამო აიკრძალა მისი გამოყენება ბევრ ქვეყანაში. გაცილებით საშიშია ამ მჟავით დაბინძურებული წყალი, ჰაერი. გარემოში მოხვედრის შემდეგ ის წყლის ან სხვა საშუალებით ხვდება ადამიანის ორგანიზმში,“ - აღნიშნულ საკითხზე პროფესორმა ბონდმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად