Baby Bag

„საიდან არის ამდენი დაავადება ბავშვებში? მოწამლულია ყველაფერი, ჩვენ საკუთარი ხელით მოვწამლეთ საკვები და ჰაერი,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„საიდან არის ამდენი დაავადება ბავშვებში? მოწამლულია ყველაფერი, ჩვენ საკუთარი ხელით მოვწამლეთ საკვები და ჰაერი,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

​​დეკანოზმა შალვა კეკელიამ ადამიანებში უმადური თვისებების გამოვლენის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანები ხშირად უსამართლოდ ადანაშაულებენ ღმერთს საკუთარ პრობლემებში:

„რამდენჯერ გვისაუბრია ღმერთზე: „ღმერთო, თუ მართლა სამართლიანი ხარ, ამდენი ბოროტება რატომ არსებობს? თუ კეთილი ხარ, რატომ იბადებიან ბავშვები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან? ღმერთო, თუ მართლა კეთილი ხარ, მაშინ ახალგაზრდები რატომ კვდებიან? ღმერთო, თუ შენ ასეთი კეთილი ხარ, მაშინ ამდენი დაავადება რატომ არის ამ ქვეყანაზე?“ ჩვენ, ადამიანები ამ ყველაფერს ვაბრალებთ ღმერთს.“

მამა შალვას თქმით, ადამიანებმა თავიანთი ხელით გამოუტანეს განაჩენი საკუთარ თავს:

„ადამიანები ღმერთს ვაბრალებთ ჩვენს დანაშაულებს. ჩვენ, ადამიანებმა საკუთარი ხელით გამოვუტანეთ განაჩენი ჩვენს თავს. ჩვენივე ხელით მოვწამლეთ ჰაერი, ჩვენ გამოვიგონეთ ისეთი რაღაცები, რითაც ეს ჰაერი იწამლება, ჩვენ კარგ ჰაერს ვერ ვსუნთქავთ. როგორი შექმნა ღმერთმა ეს სამყარო? აბა, გადით, სადაც ადამიანის ხელი არ არის შეხებული, ნახეთ, როგორი ჰაერია იქ. სადაც ადამიანმა არ მოსპო ბუნება, ნახეთ იქ როგორი ჰაერია. აბა იცხოვრეთ ასეთ ჰაერზე,​ მიიღეთ ნატურალური პროდუქტი, ერთმანეთის მიმართ გქონდეთ სიყვარული, სითბო, არ გქონდეთ სიძულვილი და ნახავთ, თუ დაგიზიანდებათ ისე ფიზიკური სხეული.“

​საიდან არის ამდენი დაავადება? რატომ იბადებიან ბავშვები ასე? ჩვენი ბოღმის, ჩვენი ბოროტების გამოა. მოწამლულია ყველაფერი, საკვები მოწამლულია. ჩვენ ადამიანებმა საკუთარი ხელით მოვწამლეთ საკვები. ღმერთმა მოგვცა ნატურალური საკვები და ჩვენ, ადამიანები, იმიტომ, რომ ბევრი გავყიდოთ, ამ გაუბედურებულ საკვებს ვჭამთ. მერე ვიძახით, რატომ არის ბევრი დაავადებაო. თურმე ღმერთია დამნაშავე, ღმერთმა ადამიანი სამოთხეში დაბადა. ღმერთს ადამიანი არ დაუბადებია ცუდ ადგილზე,“ - აღნიშნა დეკანოზმა.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

გაციების რა სიმპტომების დროს არ უნდა გავუშვათ ბავშვი სკოლაში ან ბაღში?

გაციების რა სიმპტომების დროს არ უნდა გავუშვათ ბავშვი სკოლაში ან ბაღში?

გაციების რა სიმპტომების დროს არ უნდა გავუშვათ ბავშვი სკოლაში ან ბაღში? - თემაზე გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა საქართველო'' ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს. 

წაიკითხეთ სრულად