„ორი ჩემთვის ძალიან საყვარელი, ძვირფასი ადამიანის და ოჯახის წევრის ჯანმრთელობა ებარა და სახლში დამიბრუნა ორივე. ამიტომ არის ლევან რატიანი ჩემი გმირი ყოველგვარი გადაჭარბების და გადამეტების გარეშე.“
„როდესაც ადამიანს რაღაცები გაქვს, ვერ ხვდები, რომ გაქვს და რა მაგარია. მანამდე რომ ადვილად შემეძლო გადაწყვეტილებები მიმეღო, წავსულიყავი მეგობრებთან ერთად გასართობად, ჩავხუტებოდი მშობლებს, ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი, ახლა აღარ არის ეს ჩვეულებრივი. ამ დარდით და ამ შფოთით ძალიან მიჭირს და ძალიან გამიჭირდა. თურმე ის, რაც მქონდა ორი წლის წინ, ისევ მინდა,“ - აღნიშნულ საკითხზე თიკა ფაცაციამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.
წყარო: „ექიმები“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)