Baby Bag

როგორ მორთეს ანუკი არეშიძემ და პატარა ნიკოლიკომ სახლში ულამაზესი საახალწლო ნაძვის ხეები?

როგორ მორთეს ანუკი არეშიძემ და პატარა ნიკოლიკომ სახლში ულამაზესი საახალწლო ნაძვის ხეები?

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ პატარა ნიკოლიკოსთან ერთად სახლში რამოდენიმე საახალწლო ნაძვის ხე მორთო. მისი თქმით, საახალწლო განწყობა ძალიან უყვარს:

„დადგა დღე, რომელიც ყველაზე ძალიან უყვართ ბავშვებს. მეც მიყვარს, მაგრამ დროთა განმავლობაში უკვე ცოტა მეზარება. მთელი ბავშვობა მე ვაწყობდი ხოლმე ნაძვის ხეს სახლში. კედლის მხარეს რომელი ნაწილიც რჩებოდა, სულ მეზარებოდა იმის მორთვა. სულ წინა მხარეს ვრთავდი. რამოდენიმეჯერ გადმოვარდა ეს ნაძვის ხე და დაილეწა სათამაშოები. ახლაც ძალიან მიყვარს წინასაახალწლო განწყობა.“

ნაძვის ხეების მორთვის პროცესი იხილეთ ვიდეოში.

წყარო: ​Anouki Areshidze

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„საახალწლო სუფრის სტრატეგია შევცვალე... მივხვდი, რომ ეს არის ზედმეტი,“ - მსახიობი ეკა ნიჟა...
​მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ საახალწლო სუფრის ტრადიციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავად სტრატეგია შეცვალა:„საახალწლო სუფრის სტრატეგია შევცვალე. მივხვდი, რომ ეს არის ზედმეტი. საშინელებაა... წლები იყო...

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

წაიკითხეთ სრულად