Baby Bag

როგორ გამოიყურება ჩცდ-ს მსახიობი, ქეთი ხუციშვილი ცხვირის ოპერაციის შემდეგ

როგორ გამოიყურება ჩცდ-ს მსახიობი, ქეთი ხუციშვილი ცხვირის ოპერაციის შემდეგ

ჩცდ-ს მსახიობმა ქეთი ხუციშვილმა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა და ოპერაციის შემდგომი ფოტოებიც გამოაქვეყნა:

„ბავშვობაში ჩემი საყვარელი გასართობი იყო კიბეზე თავით დაშვება და საერთოდ ყველანაირი აქტივობა რაც ბოლოს ჩემი ღრიალით მთავრდებოდა. ერთ-ერთი ესეთი ეპიზოდი ჩემ ცხვირზე კეხად ამოიზარდა. მე ჯიუტი და პრინციპული ბავშვი ვიყავი და არც მერე მითქვამს უარი ესეთ გასართობებზე. პოლიკლინიკა ჩემი კორპუსის პირველ სართულზე იყო და რა მენაღვლებოდა, გიჟდებოდნენ ჩემზე. აი ჩვენი გოგო მოვიდაო და მეც ხან თავპირაბინტული ამოვყავდით სახლში, ხან ლავიწშეხვეული, ხან კოჭამობრუნებული.

შიშის გამო არასდროს მიფიქრია კორექციის გაკეთება, სანამ ამ საოცარ ქირურგ-სკულპტორს არ გადავაწყდი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ძლიერი პლასტიკური ქირურგი გვყავს, ერთი წამით არ მიყოყმანია. იმ დღესვე გადავწყვიტე ან ეს ბიჭი გამიკეთებს ოპერაციას ან არავინ, ან ეხლა ან არასდროს მეთქი. თან გავიგე რომ მეორე პროფესიით მხატვარია და ძალიან კარგად და ზუსტად გრძნობს სახის პროპორციებს, სახეს მთლიანობაში აღიქვამს და ისე აკეთებს კორექციას და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რამაც მომიმატა მოტივაცია ის იყო, რომ ჩაქუჩით არ მუშაობს ძვალზე, მუშაობს ულტრაბგერითი სკალპელით, რაც ძვალისთვის ბევრად უფრო ატრავმულია და შემდგომი რეაბილიტაციაც უფრო მარტივი.

   

მოკლედ, ქალაქში გვყავს დიმიტრი გელოვანი კი არა, თენგო ჩიკვაიძე - ჩემი ოქროსხელება იუველირი ქირურგი, მხატვარი, მუსიკოსი და ინტელექტუალი, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი რომ დამაბრუნა ბუდეში და დამამსგავსა ოჯახის წევრებს და საერთო სანათესაოს.

ასევე უნდა აღვნიშნო საოცარი ანესთეზიოლოგი დათო აბულაშვილი, რომელმაც საერთოდ ამაცილა წინასაოპერაციო მომზადებისა და საოპერაციო ოთახის სტრესებს. ვიწექი ჩემთვის კოხტად პალატაში, ველოდებოდი როდის გამიყვანდნენ, მეტი აღარაფერი მახსოვს - აჩნულას, გიფს! თვალი რო გავახილე იმავე პალატაში ვიწექი და ისევ ველოდებოდი როდის გამიყვანდნენ საოპერაციოდ, სანამ არ მითხრეს ბოლო გაჩერებაა შვილო ჩამოვედითო.

და ბოლოს დიდი მადლობა კლინიკას და მის მედპერსონალს: ექიმებს, ექთნებს გამოჩენილი სითბოსთვის და განსაკუთრებული ყურადღებისთვის, რომელიც განურჩეველია ყველა პაციენტის მიმართ და განსაკუთრებული მადლობა მანჩოს, რომელიც გვერდიდან არ მომშორებია ჩემი კლინიკაში ყოფნის პერიოდში.
P. S მადლობა ჩემს დას ყველაფრისთვის,“ - წერს ქეთი ხუციშვილი.