Baby Bag

​მუცლის არეში ზედმეტი ცხიმების დაგროვების პრობლემა თუ გაწუხებთ, ყურადღებით მოუსმინეთ პროფესიონალის რჩევებს

მუცლის არეში ზედმეტი ცხიმების დაგროვების პრობლემა თუ გაწუხებთ, ყურადღებით მოუსმინეთ პროფესიონალის რჩევებს. ცნობილი ამერიკელი ფიტნეს ინსტრუქტორი ჯილიან მაიკლსი საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას გიზიარებთ.

ნახეთ ვიდეო ☝️


საუზმე წონაში კლებისთვის - საუკეთესო პროდუქტები ზედმეტი კილოგრამებისგან გასათავისუფლებლად
ნუტრიციოლოგები საუზმეს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. დილით მირთმეული საკვები დღის განმავლობაში თქვენს განწყობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. დიეტაზე მყოფი ადამიანები განსაკურებულ კვების რეჟიმს იცავენ, თუმც...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ორი სუფრის კოვზი სელი ერთ ჭიქა წყალში... სასწაულს შვრება,“- თეა დარჩიას კანის მოვლის რუტინა

„ორი სუფრის კოვზი სელი ერთ ჭიქა წყალში... სასწაულს შვრება,“- თეა დარჩიას კანის მოვლის რუტინა

ცნობილმა მოცეკვავემ თეა დარჩიამ დილის რუტინის შესახებ ისაუბრა, რომელიც მას კანის სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეხმარება:

„ფანტასტიკური რუტინა მაქვს ერთი. ორი სუფრის კოვზი სელი ერთ ჭიქა წყალში, 15 წუთი ადუღებ, გაცივდება, წურავ. ჟელატინივით მასას მიიღებ. მერე ამას ყინულის ფორმაში ჩაასხამ, შეაგდებ მაცივარში და დილით რომ იღვიძებ, სახეზე იდებ. თუ სანაპიროზე ხარ და დაგცხა, მთლიანად ტანზე გადაიტარებ. ძალიან სასიამოვნოა, გაგრილებს და რას შვრება, იცი? სასწაულს! კანი გემრიელად რომ მოიჭიმება, ჩამოიბან გრილი წყლით და სახე მიდგმული გაქვს.

სხეულის მოვლას რაც შეეხება, ყველაფერი ინდივიდუალურია. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ასაკში ერთადერთი ის მომენტია, რომ თუ ისეთივე დღის განრიგი გაქვს და ისევ იმ რიტმით ცხოვრობ, არ შეანელე, მაშინ სხეული მოგყვება. უბრალოდ საჭიროა, კიდევ უფრო მეტი წყალი, კიდევ უფრო მეტი ზღვა და და დებითი ემოციები, იმიტომ, რომ ბავშვებივით სათუთები ვხდებით. ჩვენთვის ცუდი ემოცია უფრო ცუდად მუშაობს მერე ყველაფერზე,“- მოცემულ საკითხზე თეა დარჩიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილის შოუ“

წაიკითხეთ სრულად