Baby Bag

სიცილი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

სიცილი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

სიცილი ორგანიზმისთვის აერობული დატვირთვაა. როდესაც იცინით გული ძალიან სწრაფად გიცემთ, რის გამოც ორგანიზმს სისხლის დიდი ნაკადი მიეწოდება. სიცილის დროს მკერდი მაღლა იწევა და კვლავ დაბლა ჩამოდის, რის გამოც მუცლის კუნთები ზედმეტი დატვირთვით მუშაობს, რაც აღნიშნულ ზონაში ცხიმის წვას უწყობს ხელს.

სიცილი ძალიან სასარგებლოა კანისთვისაც, რადგან როდესაც იცინით ზედაპირული კუნთებიც იტვირთება. სიცილის დახმარებით სახის კანი იჭიმება და ახალგაზრდულ ელფერს იძენს. სიცილი ძალიან კარგია იმუნური სისტემის გაჯანსაღებისა და გაძლიერებისთვის. მისი დახმარებით ორგანიზმი ეფექტიანად უმკლავდება ვირუსებსა და ინფექციებს.

ნუტრიციოლოგები არ გაიძულებენ, რომ მთელი დღის მანძილზე კომედიური ჟანრის ფილმებს უყუროთ, თუმცა გარწმუნებენ, რომ სიცილის დახმარებით დღის განმავლობაში მიღებული ჭარბი კალორიებისგან გათავისუფლება ნამდვილად შეგიძლიათ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც იცინით კვებისგან თავი შეიკავოთ. თუ კომედიების ყურების დროს ჩიფსებს მიირთმევთ, სიცილი კალორიების დაწვაში ნამდვილად ვეღარ დაგეხმარებათ.

კვლევებით დგინდება, რომ ერთი საათის მანძილზე სიცილს 100 კალორიის დაწვა შეუძლია, რაც შოკოლადის პატარა ბატონის მირთმევით მიღებული კალორიების ტოლფასია. 100 კალორიის დაწვისთვის თქვენ 30 წუთის მანძილზე წონებით ვარჯიში ან 45 წუთის მანძილზე მტვერსასრუტით ოთახის დასუფთავება დაგჭირდებათ.

მომზადებულია ​telegraph.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

5 საბავშვო ფილმი, შაბათ-კვირას საყურებლად

5 საბავშვო ფილმი, შაბათ-კვირას საყურებლად
არაფერი სჯობს შვილებთან დივანზე ჯდომას და საყვარელი ფილმების მათთან ერთად ყურებას. გთავაზობთ 5 საოჯახო ფილმს, რომელსაც პატარებთან ერთად თქვენც სიამოვნებით უყურებთ. 


ვეს ანდერსონის გაჩერებული მოძრაობის ადაპტაცია როალდ დალის საბავშვო წიგნისგან არის შთაგონებული. ოდნავ ნევროზული და ძალიან მიმზიდველი. მისტერ ფოქსი ქარიზმატული გლუვი მოსაუბრეა, რომელსაც ჯორჯ კლუნი ანსახიერებს, ჰოლივუდის სხვა დიდმა მსახიობებმა, როგორებიც არიან მერილ სტრიპი, ოუენ ვილსონი და ბილ მიურეი ასევე მიიღეს მონაწილეობა ფილმში. სასურველია წაიკითხოთ წიგნი თქვენს შვილებთან ერთად სანამ ფილმს ნახავდეთ!


დიახ! ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ფილმი არ უყვარს. ბავშვების უმეტესობას ეს ფილმი ნანახი აქვს და უყვართ , მაგრამ თუ არ აქვს ვინმეს ნანახი ნამდვილად ღირს ამ კლასიკის ნახვა. Dreamworks– ის ეს ანიმაციური ნამუშევარი მოგვითხრობს უხეში , მაგრამ ძალიან საყვარელი შრეკის შესახებ , რომელიც იპოვის მისი ცხოვრების სიყვარულს. საბოლოო ჯამში ანიმაცია გვასწავლის მნიშვნელოვან რამეს: იდეალური ხარ ისეთი , როგორიც ხარ!


ეს პიქსარული ანიმაციური ფილმი შესანიშნავი საშუალებაა თქვენი შვილების ემოციების, გრძნობების და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესაცნობად.სიუჟეტი ახალგაზრდა გოგონა რაილის გარშემო ტრიალებს, რომლის სამყარო თავდაყირა დგება, როდესაც ის ოჯახთან ერთად გადადის სხვა ქვეყანაში.როგორც ნებისმიერი ბავშვს, მასაც უჭირს გარემოსთან ადაპტაცია. ფილმი გვაჩვენებს მის შესაძლებლობებს- გაუმკლავდეს ეფექტურად გრძნობებს. მის ემოციებს 5 ფერადი პერსონაჟი თამაშობს, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, მაგრამ საბოლოოდ ასწავლიან ახალგაზრდა მაყურებელს საკუთარი გრძნობების შესახებ. ფილმის გვასწავლის მნიშვნელოვან რამეს : არაუშავს თუ მგრძნობიარე ხარ!


სანამ ანა და ელზა გამოჩნდებოდნენ, არიელი და ურსულა იყვნენ. ეს დისნეის ანიმაციური კლასიკა ახლახანს გახდა 30 წლის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ნაკლებად საყვარელია. ახლანდელი მშობლების უმეტესობა, ალბათ, ამის ყურებით გაიზარდა და ნოსტალგიისთვის ეს ანიმაცია დამატებით ქულებსაც იმსახურებს. უბრალოდ ნუ დაგვადანაშაულებთ, თუ მომდევნო კვირის განმავლობაში "Under the Sea" თქვენი მუსიკალური „აკვიატება იქნება“.


დასტური იმისა, რომ ყველა რიმეიქი ცუდი არ არის, და რომ ჩვენ ოდესღაც ვცხოვრობდით სამყაროში, სადაც ლინდსი ლოჰანი საკამათო საკითხი იყო. 128 წუთიანი საოჯახო ფილმი არსდროს „იწელება“. გაფრთხილებთ:მას შემდეგ , რაც უყურებთ ამ ფილმს ის თქვენი მრავალჯერ საყურებელი ფილმების სიაში აუცილებლად ჩაიწერება.

მომზადებულია cubbycare.com.au-ის მიხედვით
თარგმნა თამთა შერმაზანაშვილმა
წაიკითხეთ სრულად