Baby Bag

,,სასწორზე რომ დავდექი 98 კილო ვიყავი'' - როგორ დაიკლო ნანუკა ჟორჟოლიანმა

,,სასწორზე რომ დავდექი 98 კილო ვიყავი'' - როგორ დაიკლო ნანუკა ჟორჟოლიანმა

სასწორზე რომ დავდექი 98 კილო ვიყავი, საბოლოოდ დავიწყე სწორი კვება, ვარჯიში და ბევრი წყლის სმა - ნანუკა ჟორჟოლიანის რჩევები გადაცემაში ,,მთავარი დიაგნოზი'' 

ნახეთ ვიდეო 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

„თუ წონაში კლების პროცესი გაჩერდა, ორგანიზმს უნდა მოვუწყოთ დატვირთვის დღეები,“ - ენდოკრინო...
​ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ წონაში კლების პროცესის გაჩერების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევაში ეფექტიანია ორგანიზმის დატვირთვა კალორიებით:„ცუდია თუ კარგია ცხიმოვანი ქსოვილი, ეს არი...
წონაში მატების 5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი
დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას იმ მდგო...
3 უდიდესი შეცდომა, რომელსაც წონაში კლების დროს ვუშვებთ - ენდოკრინოლოგი ანა ჭოხონელიძე
​ენდოკრინოლოგმა ანა ჭოხონელიძემ იმ სამი უდიდესი შეცდომის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ადამიანები წონაში კლების დროს უშვებენ:„​ადამიანებს ძალიან უნდათ, რომ დაიკლონ წონაში. ამ დროს თითქოს ლოგიკურია, რ...
„ნოყიერი საუზმე ზედმეტ კილოგრამებს დაგაკლებინებთ, ეს ნამდვილად ასეა,“ - ენდოკრინოლოგი შოთა...
​ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის საუზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუზმობისთვის საუკეთესო დრო დილის ექვსიდან ათ საათამდეა:„​საუზმისთვის ყველაზე კარგი პერიოდი არი...
5 მავნე მითი წონაში კლებასთან დაკავშირებით, რომელიც ზიანს გვაყენებს - ზაზა თელია
​დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ წონაში კლებასთან დაკავშირებით გავრცელებული 5 მავნე მითი დაასახელა, რომელიც არ უნდა დავიჯეროთ:„დალევასთან დაკავშირებით ძალიან პოპულარულია მითი, რომ წყლის მიღება არ შეიძ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„არაფერს არ ვჭამ და მაინც ვსუქდები," - პრობლემის მიზეზებზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა საუბრობს

„არაფერს არ ვჭამ და მაინც ვსუქდები," - პრობლემის მიზეზებზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა საუბრობს

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ წონაში მატების ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა კვების რაციონის მნიშვნელობას:

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც კონსულტაციაზე მოდიან და ამბობენ:​ „არაფერს არ ვჭამ და მაინც ვსუქდები.“ გადამწყვეტი მნიშვნელობ აქვს, რას ვჭამთ. შესაძლებელია, მაგიდა მთლიანად შევავსოთ სხვადასხვა საკვები პროდუქტით, ადამიანმა მიიღოს მთლიანი სუფრა და მას არ შეექმნას არანაირი წონის პრობლემა, მაგრამ მუჭში ჩავიყაროთ გარკვეული პროდუქტი და მოვიმატოთ.“

ლაშა უჩავას თქმით, წონის მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის გენეტიკასაც:

„სიმსუქნეში დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ფიზიკურ აქტივობას, რაც ვიღებთ და რას გავცემთ. არიან ადამიანები, რომლებმაც, შესაძლოა, დღის განმავლობაში მიიღონ 1000-1200 კილოკალორია, რომელზეც წესით და რიგით წონის მატება არ უნდა იყოს, მაგრამ მათ საერთოდ არ აქვთ გახარჯული კალორაჟი. ასეთი ადამიანები 1000 კილოკალორიაზეც მოიმატებენ.“

„ეს არის კვების კულტურა, როდესაც ჩვენ გარკვეული რეჟიმით მივირთმევთ. საკვები, როგორც ხორცის გასატარებელ მანქანაში, ასე უცებ არ გადამუშავდება ჩვენს ორგანიზმში. მას სჭირდება გარკვეული ნივთიერებები, დრო. ამ ნივთიერებების გამომუშავებასაც გარკვეული რესურსი აქვს ჩვენს ორგანიზმში. თუ ჩვენ ამ ნივთიერებებს კუმულირება არ ვადროვეთ და დავღალეთ ჩვენი ორგანიზმი, მ​იღებული საკვები ადეკვატურად ვერ გადამუშავდება. ამის ფონზე ირღვევა ნივთიერებათა ცვლა,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჩვენი ოჯახი“

წაიკითხეთ სრულად