Baby Bag

„არასდროს გამაძღარი არ უნდა ადგე სუფრიდან,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა სწორი კვების შესახებ

„არასდროს გამაძღარი არ უნდა ადგე სუფრიდან,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა სწორი კვების შესახებ

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ სწორი კვების წესების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხელი ან ცივი ერთი და იგივე პროდუქტი ერთნაირი რაოდენობით კალორიებს შეიცავს:

„როდესაც პაციენტებს რაღაც კერძებს ვუკრძალავთ, ძირითადად სამეგრელოს რეგიონის წარმომადგენლებს ღომს, ვეუბნებით: „ღომი არ შეიძლება.“ გვეკითხებიან: „არც ცივი?“ ეს ძალიან ტიპური აღქმაა. წარმოუდგენელია, ცხელმა რაიმე კალორაჟი შემატოს პროდუქტს. განწყობით როდესაც ვჭამთ ცივ მჭადს და გვგონია, რომ არ გვასუქებს, ეს გვაბედნიერებს. შესაძლოა, 200-300 გრამი მოვიმატოთ, მაგრამ ჩვენ ხომ დარწმუნებულები ვართ, რომ ასე არაა.“

ლაშა უჩავას თქმით, ჭამა სიამოვნებაა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში რაციონი სწორად გადავანაწილოთ:

„ჭამა არის სიამოვნება. ვერაფერს ვერ ვიტყვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიამოვნების განცდაა. ყოველთვის, როდესაც მივირთმევთ რამეს, გვინდა, რომ ეს გავახანგრძლივოთ. როდესაც რაღაც გვინდა, ის უნდა გადმოვიღოთ, გავაფორმოთ. ​ყველაზე გადამწყვეტია, რომ არ უნდა მოგვშივდეს. უნდა გადავანაწილოთ დღის განმავლობაში რაციონი ისე, რომ შიმშილის გრძნობამ არ უნდა შეგვაწუხოს.“

„არასდროს გამაძღარი არ უნდა ადგე სუფრიდან. შეიძლება გამაძღარი ავდგეთ, მაგრამ სუფრასთან უნდა დავყოვნდეთ დიდი ხანი გამაძღარი. პანდემიის პირობებში ერთადერთი ქვეყანა იყო საფრანგეთი, სადაც სიმსუქნის თვალსაზრისით სტატისტიკური მონაცემები არ შეცვლილა,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჩვენი ოჯახი“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ლაშა უჩავასგან დეტოქს-კოქტეილის რეცეპტი, რომელიც სწრაფი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ
ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საზოგადოებას ჯადოსნური დეტოქს-კოქტეილის რეცეპტი გააცნო, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სადღესასწაულო დღეების შემ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ხაჭოს მომზადება სახლის პირობებში

ხაჭოს მომზადება სახლის პირობებში

გთავაზობთ სახლის პირობებში ხაჭოს მომზადების საკმაოდ მარტივ რეცეპტს. 

საჭირო ინგრედიენტები:

  • 400 გრ. რძე 
  • 4 ჩ.კ კალციუმის ქლორიდის 10%-იანი ხსნარი (შეიძინეთ აფთიაქში)


მომზადების წესი:

400 გრ. ცივ რძეს დაუმატეთ 4 ჩ.კ კალციუმის ქლორიდის 10%-იანი ხსნარი და დაადგით ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ, სანამ ადუღდება. 

ადუღების შემდეგ გააგრილეთ, გაწურეთ წვრილ საწურში/დოლბანდზე, მოათავსეთ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში და შედგით მაცივარში.


წაიკითხეთ სრულად