Baby Bag

თუ ბლინებს ამ რეცეპტით მოამზადებთ, ის უგემრიელესი გამოვა

თუ ბლინებს ამ რეცეპტით მოამზადებთ, ის უგემრიელესი გამოვა

​ბლინებისთვის დაგჭირდებათ:

ფქვილი 100 გრ. 

კვერცხი 2ც.

კაკაო 2 ს.კ

ლუდი 3 ს.კ

რძე 200 გრ. 

კარაქი 30 გრ. 

ხაჭო 200 გრ. 

შაქრის პუდრა 4 ს.კ

ბანანი

მომზადების წესი:

ფქვილში ავურიოთ 1 ს.კ პუდრა და კაკაო, შევურიოთ კვერცხი და რძე, დამდნარი კარაქი და ლუდი. კარგად შერევის შემდეგ, გამოვაცხოთ ბლინები. ხაჭო და პუდრა ერთმანეთში ავურიოთ, დავუმატოთ დაჭრილი ბანანი. გამზადებული მასა წავუსვათ ბლინებს და გადავახვიოთ. 

გემრიელად მიირთვით. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა, ეს რჩევა მექნება მშობლებისთვის,“- ბავშვთა ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

„შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა, ეს რჩევა მექნება მშობლებისთვის,“- ბავშვთა ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის პრობლემის აქტუალობის შესახებ ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა შვილები სპორტზე აუცილებლად ატარონ:

„სიმსუქნის პრობლემა ჩვენს ბავშვებსა და მოზარდებში ძალიან აქტუალურია. მიზეზი გასაგებია. წინანდელ თაობებს რომ შევადაროთ, ბავშვები გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ. ცხოვრების წესი შეიცვალა, გაძლიერებულია ინტელექტუალური დატვირთვა, ეკრანთან მიჯაჭვულობა. ბავშვები გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ და გაცილებით მეტ კალორიას იღებენ, მათ შორის რაფინირებული, ადვილად შეწოვადი ნახშირწყლების სახით. მოსახლეობა მაქსიმალურად გადასულია სუპერმარკეტში არსებულ კონსერვანტებით, დამატკბობლებით, შაქრით გამდიდრებულ პროდუქტებზე. შედეგი სახეზეა. სიმსუქნის ეპიდემია, რომელიც დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ჩვენამდეც მოვიდა.

რჩევა მექნება მშობლებისთვის: შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა. თუ ვინმეს შვილი ხელს არ იბანს, იგივენაირად, თუ სპორტზე არ დადის, ეს არის ხელის არდაბანვის ტოლფასი დანაშაული, მე ვიტყოდი. მაქსიმალურად ყველას მოგიწოდებთ, ტკბილეულობას, ნამცხვრებს, კანფეტებს კონსერვანტებით გამდიდრებულ პროდუქტებს ნუ შევიძენთ. თქვენ თუ არ შეიძენთ და სახლში არ მოიტანთ, თქვენი შვილები ამას ვერ შეჭამენ,“-აღნიშნა ირაკლი ფაღავამ.

წყარო: ​Mziuri Med 

წაიკითხეთ სრულად