Baby Bag

რამდენად უსაფრთხოა მარწყვი ბავშვებისათვის და როდიდან უნდა დავაწყებინოთ პატარებს მისი მიღება

რამდენად უსაფრთხოა მარწყვი ბავშვებისათვის და როდიდან უნდა დავაწყებინოთ პატარებს მისი მიღება
გამოჩნდება თუ არა მარწყვი დახლებზე, პატარები მის დაგემოვნებას ითხოვენ. მნიშვნელოვანია, მშობელმა იცოდეს, რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის კენკრის მიცემა და რა რაოდენობით.

კენკრა, მათ შორის მარწყვი, ვიტამინებისა და მინერალების წყაროა. მარწყვი არ ითვლება ძლიერალერგიულ პროდუქტად. თუმცა მასში პესტიციდების მაღალი შემცველობის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მარწყვი ერთ-ერთ საშიშ პროდუქტად დაასახელა. ექიმების რეკომენდაციით, მარწყვის მიცემა 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში უნდა შეიზღუდოს.
ნებისმიერი ახალი პროდუქტის, მათ შორის, ხილის დამატებისას შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქცია. პირველ ჯერზე ბავშვს შესთავაზეთ მცირე ულუფებით, ერთი-ორი ცალი ნაყოფიც საკმარისია. მცირე ულუფების შეთავაზება დაახლოებით 2-3 დღე უნდა გაგრძელდეს.

როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა, თუ ამა თუ იმ ხილმა რაიმე ალერგია ან სხვა სახის უკურეაქცია მისცა ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში? 

ალერგიის სიმპტომებია:

ფაღარათი, გამონაყარი, ღებინება, შეშუპება... თუ ხილის მიცემისას ასეთი ნიშნები ვლინდება, დაუკავშირდით ექიმს.

მომზადებულია https://www.healthline.com-ის მიხედვით

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად