Baby Bag

სატაცური - ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებით სავსე ბოსტნეული

სატაცური - ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებით სავსე ბოსტნეული

სატაცური А, В1, В2, В9, РР, С, Е, ვიტამინებს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინასა და თუთიას შეიცავს. სატაცური ასევე შეიცავს ასპარაგინს, რომელიც არტერიული წნევის დარეგულირებისთვის საუკეთესო საშუალებაა. 

სატაცურისგან სხვადასხვა სახის კერძის მომზადება შეიძლება. 

დღეს სატაცურის სუპს შემოგთავაზებთ.

სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • სატაცური - 500 გრამი;
  • ხახვი - 3-4 თავი;
  • კარაქი/ზეთი - 3 სუფრის კოვზი;
  • კვერცხი - 3 ცალი;
  • წყალი - 6-7 ჭიქა;
  • მწვანილი, მარილი - გემოვნებით;


მომზადების წესი:

დავარჩიოთ სატაცური, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, გავრეცხოთ, დავტეხოთ და ჩავყაროთ მდუღარე წყლიან ქვაბში.

ხახვი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ კარაქი/ზეთი, მოვშუშოთ და მოვათავსოთ სატაცურიან წვენში. ვადუღოთ; როცა სატაცური მოიხარშება დავამატოთ დაჭრილი ქინძი, კამა, ოხრახუში, მარილი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ წვენში გახსნილი სამი კარგად გათქვეფილი კვერცხი, თან სულ ვურიოთ, რომ არ აიჭრას. 

იხილეთ ასევე სატაცურის წვნიანის მომზადების მეორე ვარიანტი

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ არ იცით რა მოუმზადოთ დღეს თქვენს პატარას სადილად - Momsedu.ge გოგრის პიურეს რეცეპტს გთავაზობთ

თუ არ იცით რა მოუმზადოთ დღეს თქვენს პატარას სადილად - Momsedu.ge გოგრის პიურეს რეცეპტს გთავაზობთ

​სტაფილოს შემდეგ გოგრის სასარგებლო თვისებებზე გავამახვილებთ ყურადღებას. 

გოგრა კაროტინსა და დიდი რაოდენობით ვიტამინებს (B, C, D, PP, E) შეიცავს, რომლებიც როგორც პატარების, ასევე დიდების ორგანიზმისთვის აუცილებელია. 

რა სახით შეიძლება მივცეთ პატარას გოგრა ?  

6 თვის ბავშვებისთვის პედიატრები გოგრისაგან დამზადებულ პიურეს გვირჩევენ.

როგორ მზადდება გოგრის პიურე? 

  • 150 გრ. გოგრა; 
  • 1 ცალი (საშუალო ზომის, გულგამოცლილი) სტაფილო; 
  • 1 ცალი (საშუალო ზომის) კარტოფილი;
  • ზეითუნის ზეთი

მოხარშეთ გოგრა, სტაფილო და კარტოფილი. მოხარშული პროდუქტი გააგრილეთ და დააბლენდერეთ, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი. 

ასევე არ გამოგრჩეთ ​Momsedu​.ge-ს ​ბროკოლის პიურეს რეცეპტი. 


წაიკითხეთ სრულად