Baby Bag

ინდაურის ხორცისაგან მომზადებული ბურთულები თქვენს პატარებს 11 თვიდან შეგიძლიათ შესთავაზოთ

ინდაურის ხორცისაგან მომზადებული ბურთულები თქვენს პატარებს 11 თვიდან შეგიძლიათ შესთავაზოთ
ინდაურის ხორცისაგან მომზადებული ბურთულები თქვენს პატარებს 11 თვიდან შეგიძლიათ შესთავაზოთ. 

ბურთულების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ინდაურის ხორცი - 500 გრ
  • წიწიბურა - 350გრ
  • სტაფილო - 100 გრ
  • კვერცხი - 2 ც
  • ხახვი - 100 გრ

​მომზადების წესი:

მოხარშეთ წიწიბურა, გაატარეთ ინდაურის ხორცი. ერთმანეთში აურიეთ წიწიბურა, ფარში, წვრილად გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ხახვი და კვერცხი. გააკეთეთ თქვენთვის სასურველი ფორმის და ზომის ბურთურები. ბურთულები შეაწყვეთ ღუმელში და გამოაცხვეთ. 

გემრიელად მიირთვით. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„3 წლის ასაკისთვის უფრო თამამად შეგვიძლია მივცეთ ბავშვს შოკოლადი,“- პედიატრი ია გოგებაშვილი

„3 წლის ასაკისთვის უფრო თამამად შეგვიძლია მივცეთ ბავშვს შოკოლადი,“- პედიატრი ია გოგებაშვილი

პედიატრმა ია გოგებაშვილმა ბავშვის კვებაში შოკოლადის როლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადრეულ ასაკში მისი მიცემა პატარებისთვის არ შეიძლება:

​ის, რომ შოკოლადი კარგია ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის, არ ნიშნავს იმას, რომ შვიდი თვის ასაკში უნდა მივაწოდოთ მას. შოკოლადი არის გლუკოზის წყარო. გონებრივი განვითარებისთვის გლუკოზა კარგია. თავის ტვინი, მით უმეტეს, განვითარებადი ორგანიზმის თავის ტვინი დღე-ღამეში უწყვეტლივ მოიხმარს გლუკოზას. ამბობენ, რომ თავის ტვინი წუთში 100 მილიგრამ გლუკოზას მოიხმარს. თავის ტვინისთვის ენერგიის ყველაზე დიდი წყარო არის სწორედ გლუკოზა.“

„მარწყვის სიკეთის არ იყოს, პირველივე სეზონზე მოდის შეკითხვები: „მარწყვი რომ მივცე, რა მოხდება?!" მარწყვი ორ წლამდე საერთოდ არ არის სასურველი. შოკოლადი 3 წლის ასაკისთვის უფრო თამამად შეიძლება, შეგვიძლია მივცეთ 2-დან 3 წლამდე. ეს უნდა იყოს შავი შოკოლადი. კაკაოს შემცველი პროდუქტები კალცის ათვისებას და ძვლოვან სისტემაში გადანაცვლებას აფერხებს და ხელს უშლის,“- აღნიშნულ საკითხზე ია გოგებაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS” ისაუბრა.

წყარო: ​„შუადღე GDS”

წაიკითხეთ სრულად