ზაფხულში ნაყინი სასიამოვნო საკვებია, განსაკუთრებით კი პატარებისთვის. მშობლები ხშირად ღელავენ და არ იციან მისცენ, თუ არა თავიანთ პატარებს ნაყინი.
ნახეთ ვიდეო და გაიგეთ რა დადებითი თვისებები აქვს ნაყინს
ზაფხულში ნაყინი სასიამოვნო საკვებია, განსაკუთრებით კი პატარებისთვის. მშობლები ხშირად ღელავენ და არ იციან მისცენ, თუ არა თავიანთ პატარებს ნაყინი.
ნახეთ ვიდეო და გაიგეთ რა დადებითი თვისებები აქვს ნაყინს
რატომ უნდა გავასინჯოთ ჩვილებს ოსპი, - ამ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავზაობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„ჩვენს წელთაღიცხვამდე დიდი ხნით ადრე ოსპი სამხრეთ-დასავლეთ აზიაში გავრცელებული საკვები პროდუქტი იყო. ევროპაში მას ხშირად ღარიბთა ხორცს უწოდებდნენ მარტივი მიზეზის გამო - თავისი შემადგენლობის წყალობით ძალიან სასარგებლოა და თან ხანგრძლივად ანაყრებს.როდიდან მივცეთ?
ოსპი ლობიოსთან შეადრებით ადვილად მოსანელებელი პარკოსანია, ამიტომ მისი ჩართვა საბავშო მენიუში 8-9 თვიდანაა შესაძლებელი.
რასთან ერთად შეიძლება მოვამზადოთ ოსპი?
ის კარგად ეხამება სხვა ბოსტნეულს, მაგალითად, სტაფილოს, პომიდორს, კარტოფილს, ყვავილოვან კომბოსტოს.
არ უნდა მისცეთ სხვა პარკოსნებთან კომბინაციაში. მაგალითად, ბარდასთან და ლობიოსთან ერთად.
იმ დღეს, როცა პატარას ოსპს მიართმევთ, ხორციანი სადილი შეგიძლიათ სულაც არ მოუმზადოთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ოსპი უჯრედისის გაზრდილ რაოდენობას შეიცავს, ამიტომ მისი მიცემა არ ღირს სხვა მსგავსი თვისების პროდუქტთან, მაგალითად, ჭარხალთან ერთად.
რომელი ფერის?
ოსპი ფერადი პარკოსანია. ბავშვებისათვის უმჯობესია წითელი ფერის შეარჩიოთ, რადგან ის უფრო ადვილადმოსანელებელია და გამოიყენება სუპებსა და პიურეებში შეგიძლიათ და თანაც იხარშება 20 წუთში.
ყველაზე დიდხანს ყავისფერ ოსპს სჭირდება ხარშვა, სრული მზადყოფნისათვის 35-40 წუთია საჭირო.
როგორ მოვამზადოთ გემრიელი და სასარგებლო ბოსტნეულის პიურე ოსპით ჩვილისათვის 8 თვიდან?
1 ცალ საშუალო ზომის დაჭრილ სტაფილოსა და კარტოფილს ხარშვისას ჩაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ოსპი. მოხარშეთ სრულ მზადყოფნამდე. ათქვიფეთ. გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით. დაუმატეთთ 1 ჩ.ზეითუნის ზეთი,“ - წერს თამარ
წაიკითხეთ სრულად