Baby Bag

MomsEdu.ge თქვენი პატარებისთვის უგემრიელესი სადილის რეცეპტს გთავაზობთ

MomsEdu.ge თქვენი პატარებისთვის უგემრიელესი სადილის რეცეპტს გთავაზობთ

MomsEdu.ge თქვენი პატარებისთვის უგემრიელესი სადილის რეცეპტს გთავაზობთ- ქათამი ყაბაყითა და სტაფილოთი.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ხორცი
  • პატარა ზომის ყაბაყი
  • 1 ცალი სტაფილო
  • ოხრახუში
  • 1 ჩ/კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

მოხარშეთ ქათმის ხორცი, პირველი ნახარში გადაღვარეთ, დაასხით ადუღებული წყალი და განაგრძეთ ხარშვა. ცალკე მოხარშეთ ბოსტნეული: სტაფილო და ყაბაყი ოხრახუშთან ერთად. მოხარშვის შემდეგ ბოსტნეული და ქათმის ხორცი ერთად დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ. გემოვნებისამებრ დაუმატეთ მარილი და ზეითუნის ზეთი.

გემრიელად მიირთვით.

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვებისთვის ავოკადოს მიცემა 6 თვიდან შეგიძლიათ (რეცეპტი)

ბავშვებისთვის ავოკადოს მიცემა 6 თვიდან შეგიძლიათ (რეცეპტი)

ავოკადო ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მასში უჯერი ცხიმოვანი მჟავები, დაახლოებით 20 ვიტამინი და მინერალური ნივთიერებაა. 

მისი  მიცემა პატარებისთვის 6 თვიდან შეგიძლიათ, მომზადება კი საკმაოდ მარტივია. 

პიურე, რომელსაც ავოკადოსგან მოამზადებთ შედგება ავოკადოსგან, ბანანისა და რძისგან (დედის ან ადაპტირებული). 

მომზადების წესი:

აიღეთ მწიფე ბანანი და ავოკადო. დააბლენდერეთ, შეურიეთ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი და პიურე შესთავაზეთ პატარას.

გემრიელად მიირთვით 

წაიკითხეთ სრულად