Baby Bag

MomsEdu.ge თქვენი პატარებისთვის უგემრიელესი სადილის რეცეპტს გთავაზობთ

MomsEdu.ge თქვენი პატარებისთვის უგემრიელესი სადილის რეცეპტს გთავაზობთ

MomsEdu.ge თქვენი პატარებისთვის უგემრიელესი სადილის რეცეპტს გთავაზობთ- ქათამი ყაბაყითა და სტაფილოთი.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ხორცი
  • პატარა ზომის ყაბაყი
  • 1 ცალი სტაფილო
  • ოხრახუში
  • 1 ჩ/კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

მოხარშეთ ქათმის ხორცი, პირველი ნახარში გადაღვარეთ, დაასხით ადუღებული წყალი და განაგრძეთ ხარშვა. ცალკე მოხარშეთ ბოსტნეული: სტაფილო და ყაბაყი ოხრახუშთან ერთად. მოხარშვის შემდეგ ბოსტნეული და ქათმის ხორცი ერთად დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ. გემოვნებისამებრ დაუმატეთ მარილი და ზეითუნის ზეთი.

გემრიელად მიირთვით.

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ გინდათ შობის ღამეს განსაკუთრებულად შეხვდეთ, გამოაცხვეთ უგემრიელესი გურული ღვეზელი

თუ გინდათ შობის ღამეს განსაკუთრებულად შეხვდეთ, გამოაცხვეთ უგემრიელესი გურული ღვეზელი
ახლოვდება შობის ღამე და თუ გინდათ მას განსაკუთრებულად შეხვდეთ, გამოაცხვეთ უგემრიელესი გურული ღვეზელი. 

გურული ღვეზელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ, ცომი, ყველი და მოხარშული კვერცხები (თითო ღვეზელისთვის 2 ცალი და ზემოდან გადასასმელად კი 1 ცალი).

როგორ უნდა მოამზადოთ ცომი?

შეათბეთ რძე, შეურიეთ მარილი და წყალში გახსნილი საფუარი. აღნიშნულ მასას დაუმატეთ ფქვილი და ზეთი. ჩაზილეთ ცომი და დაყავით რამდენიმე ნაწილად. ბურთები შეფუთეთ და ასაფუებლად დადეთ თბილ ადგილას.
ამოფუების შემდეგ ცომს დაუმატეთ ფქვილი და კიდევ ერთხელ ჩაზილეთ. ცომი გაყავით ოთხ ნაწილად. ისევ შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას დაახლოებით 10-15 წუთით. ცომი მზად არის.

ღვეზელს შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმა მისცეთ, თუმცა სასურველია, ნახევარმთვარისებური გამოაცხოთ.

გაფუებული ცომი გაყავით სასურველი ზომის გუნდებად და დაალაგეთ 10-15 წუთი ხელახლა ასაფუებლად. მოხარშული კვერცხები დაჭერით რამდენიმე ნაწილად და ყველი გახეხეთ.

ნახევარმთვარისებურად გააბრტყელეთ ცომი. ერთ ნაწილზე დაალაგეთ ყველი და გაჭრილი კვერცხები, ზემოდან კი ცომის მეორე ნაწილი დაადეთ. სანამ გამოცხობას დაიწყებთ, ღვეზელს ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით და 180-200 გრადუსზე 20-25 წუთი გამოაცხვეთ. 

გემრიელად მიირთვით 😊

წაიკითხეთ სრულად