Baby Bag

დედების უმეტესობა ბროკოლის ამ ნაწილს ყრის

დედების უმეტესობა ბროკოლის ამ ნაწილს ყრის

ბროკოლი კომბოსტოს ერთერთი ყველაზე სასარგებლო სახეობაა, რომელიც მაღალი ანტიკანცეროგენული და ანრიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა (მასში შემავალი ცალკეული ნივთიერებები ბლოკავენ ე.წ. თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ ფაქტორად ითვლებიან). ამავდროულად, იგი ვიტამინების მდიდარ წყაროს წარმოადგენს. 

როგორ მოვამზადოთ ბროკოლი სწორად?

როგორც წესი, დედების უმეტესობა მხოლოდ ყვავილედებს იყენებს მოსამზადებლად. იცოდით, რომ ღეროებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ? ოღონდ კანი უნდა გააცალოთ დანით.

მწვანე ყვავილოვანი კომბოსტოს ყვავილების მოხარშვისათვის საკმარისია 5-7 წუთი, ღეროებისათვის კი 10-12 წუთი. ქვაბიდან ამოღების შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. ასეთი სახით დამუშავებული ბროკოლი ვიტამინებსაც ინარჩუნებს და საკვებადაც უფრო გემრიელია.

ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედ​ების ჯგუფი“

ნახეთ ასევე პედიატრ თამარ ობგაიძის ბროკოლთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები 👉 ყველაფერი ბროკოლის შესახებ

შეიძლება დაინტერესდეთ

სატაცური - ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებით სავსე ბოსტნეული

სატაცური - ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებით სავსე ბოსტნეული

სატაცური А, В1, В2, В9, РР, С, Е, ვიტამინებს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინასა და თუთიას შეიცავს. სატაცური ასევე შეიცავს ასპარაგინს, რომელიც არტერიული წნევის დარეგულირებისთვის საუკეთესო საშუალებაა. 

სატაცურისგან სხვადასხვა სახის კერძის მომზადება შეიძლება. 

დღეს სატაცურის სუპს შემოგთავაზებთ.

სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • სატაცური - 500 გრამი;
  • ხახვი - 3-4 თავი;
  • კარაქი/ზეთი - 3 სუფრის კოვზი;
  • კვერცხი - 3 ცალი;
  • წყალი - 6-7 ჭიქა;
  • მწვანილი, მარილი - გემოვნებით;


მომზადების წესი:

დავარჩიოთ სატაცური, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, გავრეცხოთ, დავტეხოთ და ჩავყაროთ მდუღარე წყლიან ქვაბში.

ხახვი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ კარაქი/ზეთი, მოვშუშოთ და მოვათავსოთ სატაცურიან წვენში. ვადუღოთ; როცა სატაცური მოიხარშება დავამატოთ დაჭრილი ქინძი, კამა, ოხრახუში, მარილი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ წვენში გახსნილი სამი კარგად გათქვეფილი კვერცხი, თან სულ ვურიოთ, რომ არ აიჭრას. 

იხილეთ ასევე სატაცურის წვნიანის მომზადების მეორე ვარიანტი

წაიკითხეთ სრულად