Baby Bag

ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე 6-7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს - იხილეთ ვიდეო

ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე 6-7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს - იხილეთ ვიდეო

MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან ერთად „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე, რომელიც 7-8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • სტაფილო
  • დედის რძე (თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა) ან ხელოვნური ნარევი (თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა)
  • ზეითუნის ზეთი 5 მლ.


მომზადების წესი კი ასეთია:

გარეცხეთ და დაჭერით ბოსტნეული, დაასხით მდუღარე წყალი და მოხარშეთ დარბილებამდე. მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო და სტაფილო დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ დედის რძე (თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა) ან ხელოვნური ნარევი (თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა). მიღებული  მასა ისევ დააბლენდერეთ, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და პიურეც მზადაა!

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო​ რეცეპტები

რატომ და რა ფორმით უნდა მივცეთ ყვავილოვანი კომბოსტო ბავშვს?
სასარგებლო და გემრიელი - რატომ და რა ფორმით უნდა მივცეთ ყვავილოვანი კომბოსტო ბავშვს, - ამ თემებზე პედიატრი ​თამარ ობგაიძე საკუთარ ბლოგზე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:„სირ...

შეიძლება დაინტერესდეთ