Baby Bag

D ვიტამინითა და ომეგა-3-ით მდიდარი საკვები - როგორ მოვუმზადოთ თევზი პატარებს 8 თვიდან

MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან ერთად პროექტ - „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს თევზი (კერძოდ, ორაგული) ბოსტნეულთან ერთად, რომელიც 8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს. ორაგული ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი თევზია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით. ის მონაწილეობს ბავშვის თავის ტვინისა და თვალის განვითარებაში. ორაგული სხვა თევზებთან შედარებით გაცილებით ნაკლებად ირთავს ვერცხლისწყალს, რომლითაც ბინძურდება ოკეანეები და ზღვები. გარდა ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებისა, შეიცავეს D ვიტამინს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ბავშვთა ასაკში, რადგან ის რაქიტის საწინააღმდეგო ვიტამინია. როგორც აღმოჩნდა, D ვიტამინი რეალურად ჰორმონია, რომელიც ჩვენს ორგანიზმში პრაქტიკულად ყველა ორგანოზე ახდენს გავლენას. 


მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • თევზი - 50-60 გრამი
  • ყაბაყი - ნახევარი
  • სტაფილო - ნახევარი
  • კარტოფილი - ერთი პატარა ზომის

მომზადების წესი კი ასეთია:

გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით ბოსტნეული, ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და მოხარშეთ. ცალკე მოხარშეთ კანგაცლილი და დაჭრილი თევზი. მოხარშული ბოსტნეული და თევზი ერთად დააბლენდერეთ ისე, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. სურვილის შემთხვევაში, კერძი შეგიძლიათ გაათხელოთ დედის რძით (თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა) ან ხელოვნური ნარევით (თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა) და დაამატოთ ზეითუნის ზეთი.

R.

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცე​პტები

თუ გოგრის სუპს ამზადებთ, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ
 MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ ვიდეოს გთავაზობთ.ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ და მასტერშეფმა ნუცა სურგულაძემ მოამზადეს გოგრის სუპი, რომელიც 6-7 თვიდან შეგიძლი...
როცა სახლში ბრინჯი, ქლიავი და ბანანი გაქვთ, ამ სამი ინგრედიენტისგან პატარებისთვის უგემრიელ...
​დღეს MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ 23-ე ვიდეოს გთავაზობთ.ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ გემრიელი და ნოყიერი ხემსი მოაზმადა, რომელიც პატარებს 6 თვიდან შეგიძლიათ შესთავაზოთ.  ...

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ვაჭამოთ პატარას? - გოგრა ქათმით პედიატრის რეცეპტით

რა ვაჭამოთ პატარას?  - გოგრა ქათმით პედიატრის რეცეპტით

MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ მოამზადა გოგრა ქათმით, რომელიც თქვენს პატარებს 8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ.

მოსამზადებლად გამოყენებულია:

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👆

R.

წაიკითხეთ სრულად