Baby Bag

გოგრა, ყაბაყი და ბრინჯი - ამ 3 ინგრედიენტისგან პატარებისთვის უგემრიელესი სადილის მომზადება შეგიძლიათ

დღეს პარასკევია და MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მე-17 ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს რიზოტო, რომელიც 6 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • გოგრა - 150 გრ.
  • ყაბაყი - ნახევარი
  • პლასმონის ბრინჯი - 2 ს.კ
  • ზეითუნის ზეთი - 3-5 მლ.

მომზადების წესი კი ასეთია:

აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ გოგრა, შემდეგ ყაბაყი. ცალკე ადუღებულ წყალში ჩაყარეთ პლასმონის ბრინჯი, რომელსაც მოსახარშად 6 წუთი სჭირდება. თუ 6 თვის პატარს სთავაზობთ კერძს, მაშინ სრულად დააბლენდერეთ, თუ 8-9 თვიდან აძლევთ, მაშინ სრულად არ დააბლენდეროთ. ბოსტნეული შეურიეთ ბრინჯს, დაამატეთ 3-5 მლ. ზეითუნის ზეთი და შეურიეთ ერთმანეთს. კერძიც მზადაა. 

არ დაგავიწყდეთ !!! დაემატეთ ჯგუფში საბა​ვშვო რეცეპტები 

დედებო, ვიდეოში ნაჩვენები პატარების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ქვაბებისა და სხვა ჭურჭლის შეძენა ფრანგულ სახლში პრომო კოდით #FHMOMSEDU 10%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ. დეტალებისთვის ეწვიეთ ფეისბუქ გვერდს - ფრანგული სახლი ან დარეკეთ ნომერზე - 598 08 17 38.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ვაჭამოთ პატარას? - გოგრა ქათმით პედიატრის რეცეპტით

რა ვაჭამოთ პატარას?  - გოგრა ქათმით პედიატრის რეცეპტით

MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ მოამზადა გოგრა ქათმით, რომელიც თქვენს პატარებს 8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ.

მოსამზადებლად გამოყენებულია:

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👆

R.

წაიკითხეთ სრულად