Baby Bag

,,გახსნილი ფანტელი არ ჩატოვოთ მუყაოს ყუთში, აუცილებლად გადაიტანეთ კონტეინერში'' - შვრიის ფაფა ჩირებით 6 თვიდან

დღეს MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ 21-ე ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ და მასტერშეფმა ნუცა სურგულაძემ მოამზადეს გემრიელი და ნოყიერი ფაფა ჩირებით, რომელიც 6 თვიდან შეგიძლიათ, გაასინჯოთ პატარებს. 

​ფაფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • მილინ პარასის შვრიის ფანტელი 1928 - 2 სუფრის კოვზი
  • რძე
  • საშუალო ზომის ვაშლი
  • შავი ქლიავის ჩირი
  • გარგრის ჩირი
  • ქიშმიში
  • ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი კი ასეთია:

აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი. ბურღული აუცილებლად მოხარშეთ წყალში. (შეცდომაა თუ თქვენ მას ხარშავთ რძეში, რადგან ხანგრძლივი დუღილის დროს რძეში არსებული ყველა ვიტამინი დაიშლება. ამიტომ მოხარშეთ წყალში და უკვე მზა პროდუქტს დაამატეთ რძე.)

ხარშვის დროს დაამატეთ შავი ქლიავის და გარგრის ჩირი, გადაიტანეთ დასაბლენდერებელ ჭურჭელში, შეურიეთ ვაშლი და დააბლენდერეთ. ჩაამატეთ რძე (თუ თქვენი პატარა არის ბუნებრივ კვებაზე, დაამატეთ დედის რძე, თუ ხელოვნურზე, მაშინ ხელოვნური ნარევი) და ზეითუნის ზეთი 5 მლ. 

იმისთვის, რომ პატარებისთვის ფაფა მიმზიდველი იყოს, გააფორმეთ, როგორც ფოტოზეა. 

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშ​ვო რეცეპტები

შეიძლება დაინტერესდეთ

გემრიელი სადილი ინდაურის ხორცით - 7 თვიდან ჩვილებისთვის

MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ მოამზადა სადილი, რომელიც თქვენს პატარებს 7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ.

მოსამზადებლად გამოყენებულია:

  • ინდაურის ხორცი ან „პლასმონ​ის“ მზა პროდუქტი
  • წითელი ბულგარული წიწაკა
  • კარტოფილი
  • ოხრახუში
  • კამა
  • რძე (დედის რძე ან ხელოვნული ნარევი)
  • „პლასმო​ნის“ ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👆


წაიკითხეთ სრულად