Baby Bag

„ოთხი თვიდან ბავშვის კვებაში შეგვიძლია დავამატოთ ხილის წვეთები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„ოთხი თვიდან ბავშვის კვებაში შეგვიძლია დავამატოთ ხილის წვეთები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ის საკვები პროდუქტები დაასახელა, რომელთა გამოყენება ბავშვთა კვებაში რეკომენდებული არ არის:

„არ შეიძლება ნაჯერი ცხიმები, დიდი რაოდენობით ნახშირწყლები. სასურველია, რომ ბავშვებს არ მივცეთ გენმოდიფიცირებული საკვები. ​უნდა მოვახდინოთ ცილების მაქსიმალური ადაპტირება, რომ არ განვითარდეს XXI საუკუნის დაავადებები, როგორებიცაა: ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, გაცხიმოვნება, სიმსუქნე.“

თემურ მიქელაძის თქმით, ​ბავშვთა კვებაში მარილის გამოყენება უნდა შევზღუდოთ:

„ბავშვის კვებაში უნდა შევზღუდოთ მარილი. მაგალითად, საკმაოდ ხშირად ბავშვები მოიხმარენ ხოლმე სოსისს. სოსისი შეიძლება მიიღოს ბავშვმა კვირაში ერთხელ. აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რომ სოსისი არის საბავშვო. სოსისი დიდი რაოდენობით შეიცავს ნიტრიტს. ყველას ჰგონია, რომ ხიზილალა აუცილებელია ბავშვისთვის. ხიზილალას მიღება დასაშვებია თვეში ერთხელ ან ორჯერ, ისიც 10-20 გრამის ოდენობით. ხიზილალა დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს.“

​ოთხი თვიდან ბავშვის კვებაში შეგვიძლია დავამატოთ ხილის წვეთები, მაგრამ მკაცრად უნდა განვსაზღვროთ, რომელიმე კონკრეტულ ხილზე ხომ არ გვაქვს ალერგია. ზოგ შემთხვევაში არის მარწყვზე განვითარებული ალერგია. ასეთ შემთხვევაში ეს პროდუქტები უნდა შევზღუდოთ. ხილი დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს ბავშვმა,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS“ ისაუბრა.

წყარო:​ „შუადღე GDS“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

სეზონური კვების გავლენა ბავშვის ჯანმრთელობაზე - პედიატრი თემურ მიქელაძე
​პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის სეზონური კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სეზონური ხილი და ბოსტნეული ამ მხრივ უდიდეს როლს ასრულებს:„ექიმები მაქსიმალურად ვცდილ...