Baby Bag

,,მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანს-ცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა ,,ძლიერი შეწვა"

,,მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანს-ცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა ,,ძლიერი შეწვა"
ზეითუნის ზეთზე ექიმი ზაზა თელია საუბრობს.​ MomsEdu.ge მის ნათქვამს უცვლელად გთავაზობთ

,,ზეითუნის ზეთი ყველაზე კარგი თვისებების პროდუქტია ზეთებს შორის.

ის უპირატესად შედგება მონო-გაუჯერებელი ცხიმისგან - 73%, პოლი-გაუჯერებელი - 11%, გაჯერებული ცხიმები - 14%.

არსებობს მითი რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს, მაგალითად შეწვის დროს.

ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მონო-გაუჯერებელი ცხიმები, რომელსაც შეადგენს ზეითუნის ზეთის უდიდესი ნაწილი სიცხის მიმართ რეზისტენტულები, გამძლეები არიან.

ასევე მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანს-ცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა ,,ძლიერი შეწვა".

და ბოლოს - ბევრი კვლევა სწავლობდა ზეითუნის ზეთის გამოყენებას მაღალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ბოლო კვლევებით კი დადგინდა, რომ ზეითუნის ზეთი უფრო რეზისტენტულია (გამძლეა) მაღალ ტემპერატურზე, ვიდრე სხვა მცენარეული ზეთები, როგორებიცაა მზესუმზირის, სიმინდის და სოიოს ზეთები.

ასე რომ გამოიყენეთ საუკეთესო ზეთი - ზეითუნის,'' - აღნიშნავს ზაზა თელია. 

წყარო: ​1 , ​2 , ​3

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთე​ლობა

შეიძლება დაინტერესდეთ

ანტიბიოტიკთან ერთად სოკოს საწინააღმდეგო წამლის მიღება არ არის რეკომენდებული - ზაზა თელია

ანტიბიოტიკთან ერთად სოკოს საწინააღმდეგო წამლის მიღება არ არის რეკომენდებული - ზაზა თელია

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში ანტიბიოტიკთან ერთად სოკოს საწინააღმდეგო წამლის მიღებაზე წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:

- გამარჯობა, ექიმო
- გამარჯობა
- ექიმო ანტიბიოტიკი რომ დამინიშნეთ, სოკოს საწინააღმდეგო წამალი არ უნდა მივიღო? არ დაგინიშნავთ, ხომ არ დაგავიწყდათ?
- 🤦♂️ ანტიბიოტიკთან ერთად სოკოს საწინააღმდეგო წამლის მიღება არ არის რეკომენდებული.
თუ მსგავი რამ ვინმემ გირჩიათ, ან მსგავსი პრაქტიკა შეგხვედრიათ ცხოვრებაში, ეს ნიშნავს, რომ ის ექიმი მინიმუმ 20 წელია სარწმუნო სამედიცინო ლიტერატურას არ გაცნობია.
- გასაგებია, მაგრამ რატომ არის მსგავსი პრაქტიკა საქართველოში მაშინ?
- USSR (სსრკ) ჩქეფს ქართულ მედიცინაში!“ - წერს ზაზა თელია.

წაიკითხეთ სრულად