Baby Bag

„არ გვინდა ეს იაფფასიანი რაფინირებული ნახშირწყლები, რომელთა ხარისხზე არ ვისაუბრებ,“- ირაკლი ფაღავა

„არ გვინდა ეს იაფფასიანი რაფინირებული ნახშირწყლები, რომელთა ხარისხზე არ ვისაუბრებ,“- ირაკლი ფაღავა

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვის წახალისების მიზნით ტკბილეულის შეძენის ჩვევა გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ ადამიანის ორგანიზმი არ არის ადაპტირებული დიდი რაოდენობით რაფინირებული ნახშირწყლების მისაღებად:

„ბავშვს რომ წახალისება სჭირდება, გეთანხმებით. ეს არის აღზრდის შემადგენელი აუცილებელი ნაწილი, მაგრამ​ ნუთუ წახალისების სხვა საშუალებები არ არის, გარდა ტკბილეულის ყიდვისა?! ადამიანის ორგანიზმი ადაპტირებულია გაცილებით მეტი მოძრაობისადმი. ქალაქში მცხოვრები ადამიანის მოძრაობა შეზღუდულია. ადამიანის ორგანიზმი არ არის ადაპტირებული ასე ხშირად და ამდენი რაფინირებული ნახშირწყლების მისაღებად.“

ირაკლი ფაღავას თქმით, ყველანი რეკლამის მსხვერპლი ვართ და ტკბილეულსაც ამიტომ არ ვერიდებით:

„ჩვენ ყველანი რეკლამის მსხვერპლი ვართ. თამბაქო და ალკოჰოლი ყველამ ვიცით, რომ ნარკოტიკია და ის ლეგალიზებულად იყიდება. იგივე შეიძლება ითქვას ტკბილეულზე. ისეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ ადრეული ასაკიდანვე მიჰყავთ ბაგა-ბაღებში. პატარა ბავშვი დედასთან უნდა იზრდებოდეს, თუკი არის ამის შესაძლებლობა. მესმის, ოთხ-ნახევარი ან ხუთი წლის ასაკიდან მივიყვანოთ ბავშვი, მაგრამ იქამდე იქნებ არ ღირდეს. ბაღში თუ ვერ ვახერხებთ, სახლში მაინც მოვაკლოთ ბავშვს არაჯანსაღი რაღაცები.“

„ვაჩუქოთ ბავშვს ლამაზი ტანსაცმელი, თოჯინა, წიგნი, გავიყვანოთ პარკში, გავასეირნოთ. ​არ გვინდა ეს იაფფასიანი რაფინირებული ნახშირწყლები, რომელთა ხარისხზე თუ ნებას დამრთავთ, აქ არ ვისაუბრებ,“ - აღნიშნულ საკითხებზე ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

ნახშირწყლების ჯანსაღად მოხმარების წესები
დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ნახშირწყ...