„პური, რომელიც უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან არის დამზადებული, სასარგებლო არ არის,“- კვების ტექნოლოგი ავთანდილ ცეცხლაძე

კვების ტექნოლოგმა ავთანდილ ცეცხლაძემ ფქვილის სახეობების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმაღლესი ხარისხის ფქვილი სასარგებლოს სულაც არ ნიშნავს:

„უმაღლესი ხარისხის ფქვილი, ყურში გვხვდება, რომ უმაღლესია. ეს რას ნიშნავს? ხორბალი არის მაქსიმალურად დაცეხვილი, გამოსულია მისგან ყველა ვიტამინი. ​პური, რომელიც უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან არის დამზადებული, არავითარ ვიტამინს არ შეიცავს და სასარგებლო არ არის.“

ავთანდილ ცეცხლაძის თქმით, პირველი ხარისხის ფქვილი გაცილებით სასარგებლოა:

„რაც შეეხება პირველი ხარისხის ფქვილს, ის უფრო მუქი და მსხვილმარცვლიანია. ასევე არის ცეხვილიც. ეს ნიშნავს, რომ ყველა ვიტამინი რაც ხორბალშია, შენარჩუნებულია. ამიტომაც არის ცეხვილ ნარევი პური უფრო არომატული.“

​უსაფუარო პური, რა თქმა უნდა, არსებობს. ასეთია არაქართული ლავაში. ის წყლისა და ფქვილის ბაზაზეა დამზადებული. საფუარი დიდად არ გვასუქებს, გააჩნია ზომა-წონას და მომზადების სწორ ტექნოლოგიას. მნიშვნელოვანია, რა რაოდენობით საფუარს ვუკეთებთ ერთ კილოგრამ ფქვილს,“ - აღნიშნულ საკითხზე ავთანდილ ცეცხლაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„მიკვირს, როდესაც თვლიან, რომ საფუარი ცუდია, პური უნდა შედიოდეს კვების რაციონში,“ - გასტრო...
​გასტროენტეროლოგმა გელა სულაბერიძემ კვების რაციონში პურის ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სჯობს, წინა დღის, გამომშრალი პური მივირთვათ:„ყველას ვურჩევდი, რომ კვებაში დაამატონ პური, დაამატო...