Baby Bag

სემინარზე „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ რეგისტრაცია გამოცხადდა

სემინარზე „მასწავლებელი  - მეგზური ევროპისკენ“  რეგისტრაცია გამოცხადდა

სემინარზე „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ რეგისტრაცია გამოცხადდა. 

სემინარი 2019 წლის 10-11 მაისს, თბილისში გაიმართება.

ორი დღის განმავლობაში პედაგოგები შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ექსპერტებს.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლის პედაგოგს (პრიორიტეტი მიენიჭება ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს).

განაცხადები მიიღება 2019 წლის 1 მაისის ჩათვლით.

სემინარის მონაწილეთა ადგილები შეზღუდულია. პედაგოგები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების საფუძველზე. მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება რეგიონული პრინციპი.


მონაწილეობის მსურველმა მასწავლებლებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ​ბმულზე.


პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ​ბმული. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ახალი პროექტი აბიტურიენტებისათვის

ახალი პროექტი აბიტურიენტებისათვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს.

18 აპრილიდან, ყოველ ხუთშაბათს, კვირაში ერთხელ ცენტრის Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უპასუხებენ.

13:00 საათიდან 16:00 საათამდე ყველა აბიტურიენტს საშუალება ექნება უშუალოდ საგნობრივი ჯგუფის წევრისგან მიიღოს მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცვლილება წელს ოთხ გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია, უცხოური ენა) შეეხო.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
წაიკითხეთ სრულად