Baby Bag

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადაეცა

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადაეცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადასცა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ვენერა (დოდო) ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობას 1942 წლიდან შეუდგა. საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში ის ბიოლოგიას 1946 წლიდან 2011 წლამდე ასწავლიდა. ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის 2003 წელს დაჯილდოვდა პრეზიდენტის „ღირსების ორდენით“.

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაწესდა. წლის ბოლომდე ყველა რესურსცენტრი წარადგენს იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის წინაშე.

შეიძლება დაინტერესდეთ

შეიცვალა თუ არა ზამთრის არდადეგების თარიღი?

შეიცვალა თუ არა ზამთრის არდადეგების თარიღი?

შეიცვალა თუ არა ზამთრის არდადეგების თარიღი? - აღნიშნული კითხვით ​MomsEdu.ge-ს არაერთი მკითხველი დაუკავშირდა. 

როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნეს, ზამთრის არდადეგების თარიღი არ შეცვლილა, არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით (ორი კვირა) გაგრძელდება. 

აღნიშნული კალენდრით საჯარო სკოლები სარგებლობენ. კერძო სკოლები კი, სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ.

წაიკითხეთ სრულად