Baby Bag

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადაეცა

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადაეცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადასცა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ვენერა (დოდო) ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობას 1942 წლიდან შეუდგა. საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში ის ბიოლოგიას 1946 წლიდან 2011 წლამდე ასწავლიდა. ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის 2003 წელს დაჯილდოვდა პრეზიდენტის „ღირსების ორდენით“.

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაწესდა. წლის ბოლომდე ყველა რესურსცენტრი წარადგენს იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის წინაშე.

შეიძლება დაინტერესდეთ

სავალდებულო ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს

სავალდებულო ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს

სავალდებულო ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა უახლოეს მომავალში ვაქცინაციის საბჭო ამ საკითხზე იმსჯელებს:

,,მე პირადად, მივემხრობი იმ ჯგუფების გაქცინაციას, რომლებიც არიან 60 წელს ზემოთ. ისინი არიან რისკის ჯგუფში და არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მასწავლებელი, ექიმი, თუ რომელიმე სხვა პროფესიის ადამიანი. როგორც სავალდებულობაზე, ასევე ასაკობრივ ჯგუფებზე მიმდინარეობს მსჯელობა. შეიკრიბება ვაქცინაციის საბჭო, დამატებით იმსჯელებს ამ თემაზე. ამ ეტაპზე ვაქცინაციის სავალდებულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის,'' - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ნახეთ ვიდეო 

​წყარო

წაიკითხეთ სრულად