Baby Bag

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადაეცა

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადაეცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადასცა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ვენერა (დოდო) ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობას 1942 წლიდან შეუდგა. საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში ის ბიოლოგიას 1946 წლიდან 2011 წლამდე ასწავლიდა. ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის 2003 წელს დაჯილდოვდა პრეზიდენტის „ღირსების ორდენით“.

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაწესდა. წლის ბოლომდე ყველა რესურსცენტრი წარადგენს იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის წინაშე.

შეიძლება დაინტერესდეთ

​„ლიმესის“ მოსწავლეთა 94%-მა ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღო

​„ლიმესის“ მოსწავლეთა 94%-მა ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღო

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოსამზადებელ ცენტრ „ლიმესში“ მომზადებულმა აბიტურიენტებმა უმაღალესი შედეგები აჩვენეს.

„ყოველივე ეს განაპირობა იმან, რომ მოსამზადებელ ცენტრ „ლიმესში“ მოსწავლეთა მომზადებაზე ზრუნავენ მასწავლებლის სახლის მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებული პედაგოგები. მათი ნაწილი თავად ასწორებს ეროვნულ გამოცდებს,“ - აცხადებენ ცენტრში.

„ლიმესი“ დასახელდა ერთ-ერთ მაღალკვალიფიციურ მოსამზადებელ ცენტრად მთელს რეგიონში.

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ახალი სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია შემდეგ საგნებზე:

  • მათემატიკა - თვიური გადასახადი 160 ლარი (კვირაში 2-ჯერ, სემინარის ხანგრძლივობა 1,5 საათი)
  • ქართული ენა და ლიტერატურა - თვიური გადასახადი 160 ლარი (კვირაში 2-ჯერ, სემინარის ხანგრძლივობა 1,5 საათი)
  • ინგლისური ენა - თვიური გადასახადი 160 ლარი (კვირაში 2-ჯერ, სემინარის ხანგრძლივობა 1,5 საათი)

რეგისტრაცია დასრულდება 15 სექტემბერს. მეცადინეობები დაიწყება 20 სექტემბრიდან და ჩატარდება როგორც აუდიტორიაში, ისე ონლაინ რეჟიმში.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ​ბმ​ულს ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77.

R.

წაიკითხეთ სრულად