10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან
10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან.
მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრში საგამოცდო სექტორები გაგრილების სისტემითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.