როგორ უნდა მოიქცნენ ის მასწავლებლები, რომლებიც ზაფხულის გამოცდებზე საკმარის კრედიტქულას ვერ მიიღებენ
როგორ გეგმავს ცენტრი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და რაზე აკეთებს მთავარ გათვლას, ამის შესახებ „ახალ განათლებას“ ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე ესაუბრა.
„ვიდრე ახალი სისტემა დაინერგება, არსებული მდგომარეობით, 2019 წლის ბოლომდე, მასწავლებლებს სქემით განსაზღვრული ყველა აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა ექნებათ. ზაფხულის გამოცდების შემდეგ კი, ვინც ვერ აიღებს საკმარის კრედიტქულას სტატუსის შესაცვლელად, მას წლის ბოლომდე შეეძლება, სხვა აქტივობების ხარჯზე გააგრძელოს კრედიტქულების შევსება,“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.
ზაფხულის გამოცდების გარდა, დეკემბრის ბოლომდე, ხომ არ იგეგმება კიდევ გამოცდის დანიშვნა? - ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მხოლოდ ერთხელ ჩატარდება გამოცდა:
„როგორც ცნობილია, მხოლოდ ერთხელ ჩატარდება გამოცდა. დანამდვილებით კი შემიძლია გითხრათ, რომ წლის ბოლომდე მასწავლებლები შეძლებენ კრედიტქულების მოგროვებას არსებული სქემის აქტივობების მიხედვით. სტატუსების მინიჭება კი, შესაბამისად, ეტაპობრივად წლის ბოლომდე მოხდება,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.