2019 წლის სექტემბრიდან მასწავლებელთა ანაზღაურება იზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს მიაღწევს. სწორედ ამას ითვალისწინებს განათლების კომპლექსური რეფორმა, რომლის მიზანია სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდა.
რა სიახლეები იგეგმება ახალი სასწავლო წლიდან და რას გულისხმობს განათლების სამინისტროს რეფორმა, დეტალებზე განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე საუბრობს.