2012 წლიდან დღემდე მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 236%-ით გაიზარდა
საქართველოს მთავარობის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 236%-ით გაიზარდა. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს:
2019 წლის ოქტომბრიდან ზრდა + 150 ლარით;
2021 წლის 1 იანვრიდან ზრდა + 100 ლარით;
სპეციალურ მასწავლებლებს მიენიჭათ უფროსი მასწავლებლისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და მიიღებენ დანამატს სტატუსის მიხედვით.
როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2020 წელს პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად ხორციელდებოდა:
აშენდა 30 სკოლა;
60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება;
განხორციელდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილის რეაბილიტაცია;
განხორციელდა 9 საჯარო სკოლის სრული და 150-ზე მეტი საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.