Baby Bag

მასწავლებლის სახლი ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით და ზოგადი პროფესიული უნარების ტრენინგებზე მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.

ტრენინგები განკუთვნილია საჯარო სკოლის მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის, რომლებიც დარეგისტრირდნენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას; ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი, დახვეწენ ტესტის შევსების ტექნიკას, შეძლებენ საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.

ტრენინგის გავლა უფასოა მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის;

რეგისტრაციის ვადა: 2 ივნისის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვართ ამაში'' - ეკატერინე ტიკარაძე სწავლის დაწყების შესახებ საუბრობს

,,ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვართ ამაში'' - ეკატერინე ტიკარაძე სწავლის დაწყების შესახებ საუბრობს

,,ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ დროს დაიწყება,'' – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვანია:

„დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვანია, თუმცა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან ერთად. ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ დროს დაიწყება“, - დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაიკითხეთ სრულად