„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში პროექტში ჩართული სკოლების მხარდამჭერი ჯგუფების წევრების მომზადება დაიწყო.
მხარდამჭერი ჯგუფების მთავარი ამოცანაა, სკოლებს სასკოლო კლიმატისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარონ. ჯგუფები 4 წევრისაგან შედგება: კურიკულუმის განვითარებისა და დაგეგმვის ექსპერტი, ასისტენტი, ტექნოლოგიების ექსპერტი და საგანმანათლებლო ლიდერობის ექსპერტი. ისინი I-IV კლასების პედაგოგებთან სკოლის ბაზაზე ქოუჩინგის პრინციპით იმუშავებენ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა, სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარება და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში.
ტრენინგებს უძღვებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტები და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერები.
წაიკითხეთ სრულად