რა უნდა გაკეთდეს დისტანციური სწავლების გაუმჯობესებისთვის? ამ თემაზე დღეს, 15 მაისს 17:00 საათზე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გვერდზე დისკუსია გაიმართება.
დისკუსიას ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი წარუძღვება. ხოლო მონაწილეები იქნებიან:
- გიორგი ჭანტურია - განათლების კოალიციის დირექტორი
- მანანა რატიანი - მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
- რევაზ აფხაზავა - განათლების კოალიციის პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი
- ხათუნა გოგალაძე - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი
ფეისბუქ ლაივის მაყურებლებს შეეძლებათ კითხვების დასმა ონლაინ რეჟიმში.
წაიკითხეთ სრულად