Baby Bag

მასწავლებელთა ტრენინგზე რეგისტრაცია 25 ივნისამდე გაგრძელდება

მასწავლებელთა ტრენინგზე რეგისტრაცია 25 ივნისამდე გაგრძელდება

პროფესიული განვითარების ცენტრი გთავაზობთ G-PriEd-ის განახლებულ ტრენინგებსა და ახალ ტრენინგპროგრამებს.

წიგნიერების მიმართულება

1. ტრენინგი "წიგნიერების განვითარება" განახლებული
ვისთვის არის კურსი: დაწყებითი საფეხურის ქართულის მასწავლებლებისთვის
ხანგრძლივობა: 2 დღე
ღირებულება: 90 ლარი
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/nUihxcQF852wepCn9

2. ტრენინგი "კითხვისა და წერის სწავლება დიფერენცირებული და პროექტული მეთოდით" განახლებული
ვისთვის არის კურსი: დაწყებითი საფეხურის ქართულის მასწავლებლებისთვის
ხანგრძლივობა: 2 დღე
ღირებულება: 90 ლარი
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/9BoB9VZVH3jgHacx8

3. ტრენინგი "კითხვის სწავლება წინასაანბანო და საანბანო პერიოდში" - სიახლე
ვისთვის არის კურსი: დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის (1 კლასი)
ხანგრძლივობა: 2 დღე
ღირებულება: 80 ლარი
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/9xsHdqaEFEyoY9pk8

4. ტრენინგი "წერის სწავლება" - სიახლე
ვისთვის არის კურსი: დაწყებითი და საბაზო საფეხურის მასწავლებლები
ხანგრძლივობა: 3 დღე
ღირებულება: 90 ლარი
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/qtw164XASBKSxsTq7

5.ტრენინგი "მართული კითხვა" - სიახლე
ვისთვის არის კურსი: დაწყებითი (II კლასიდან) საფეხურის მასწავლებლები
ხანგრძლივობა: 2 დღე
ღირებულება: 70 ლარი
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/gWoCtd9wuv55bvPa9

შეიძლება დაინტერესდეთ

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილები შევიდა

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილები შევიდა

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილები შევიდა. ​დადგენილება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 30 ივნისს გამოქვეყნდა.

გაეცანით დადგენილებას:
მუხლი 1. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანი და ამოცანა

1. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა (შემდგომში – სქემა) არეგულირებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაზღვრავს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეებს, შესაბამისი სტატუსის მინიჭების, დადასტურების, შეჩერების/აღდგენის წესებს, აგრეთვე მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებულ შემთხვევებს. სქემა აგრეთვე არეგულირებს მასწავლებლის შეფასების წესს და ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. სქემის ამოცანაა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო კადრების შენარჩუნებას, არსებული მასწავლებლების მოტივაციისა და სტატუსის ამაღლებას.

3. სქემის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე სქემაში ჩართული კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებზე, ადმინისტრაციებსა და მასწავლებლებზე.

4. ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აამოქმედოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებელთა შეფასებისა და ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სისტემა მათ საქმიანობაზე დაკვირვების გზით.

5. ეს სქემა ვრცელდება მასწავლებლებზე, მათ შორის, მოწვეულ ან/და შემცვლელ მასწავლებლებზე, გარდა II-VIII თავებით განსაზღვრული მოთხოვნებისა.

6. სპეციალურ მასწავლებელზე ამ სქემით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება მასზე სპეციალურად მითითებულ შემთხვევებში.

მუხლი 2. ძირითადი პრინციპები

სქემა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიურობის გაზრდის მიზნით მათი აქტიური ჩართვა მასწავლებელთა საქმიანობის პროფესიული განვითარებისა და შეფასების პროცესში;

ბ) თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო კულტურის ხელშეწყობა;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა;

დ) მასწავლებლის საჭიროებაზე და მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროფესიული განვითარება.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

სქემაში გამოყენებულ ტერმინებს, სქემის მიზნებისათვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

) მასწავლებელი – „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით (შემდგომში – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

) სქემით განსაზღვრული სტატუსი – პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, უფროსი მასწავლებლის სტატუსი, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი, რომელიც მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

) პრაქტიკოსი მასწავლებელი – პირი, რომელიც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით ჩართულია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და არ აქვს უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი, და რომელიც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

) უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

) წამყვანი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი;

) მენტორი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება მენტორი მასწავლებლის სტატუსი;

) პორტფოლიო – ამ სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის შესატყვისი კომპეტენციების დამადასტურებელი დოკუმენტების ორგანიზებული კრებული;

თ) განმავითარებელი უკუკავშირი – მასწავლებლის შეფასება, რომელიც ეხმარება მასწავლებელს პროფესიულ განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში;

ი) თემატური ერთეული – ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ერთ-ერთი სასწავლო თემა;

კ) თემატური ერთეულის შეფასების რუბრიკა – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც სავალდებულოა კომპლექსური შეფასების პრაქტიკული კომპონენტისთვის და სარეკომენდაციოა გაკვეთილზე დაკვირვებისთვის;

) მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომში – ელექტრონული სისტემა) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს. ელექტრონული სისტემის საშუალებით ხორციელდება მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა;

) გარე დაკვირვება – კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილის ერთ-ერთი კომპონენტი, რომლის დროსაც გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით ფასდება მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილი;

) საგნის გამოცდა – მასწავლებლობის მსურველის ან პრაქტიკოსი მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება/დადასტურება, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

ო) საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება – მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

პ) პროფესიული უნარების გამოცდა – უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

ჟ) პროფესიული კომპეტენციის დადასტურება – მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

რ) მასწავლებლის კომპლექსური შეფასება – წამყვანი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, შესაბამისად, უფროსი მასწავლებლის და წამყვანი მასწავლებლის შეფასება, რომელიც შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისაგან;

) საპრეტენზიო კომისია – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებთან დაკავშირებულ და მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების თაობაზე მასწავლებლის საპრეტენზიო განაცხადებს;

ტ) შიდა შეფასება – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ დამოუკიდებლად ან ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფთან ერთად მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციის შესაბამისობის დადგენა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან;

უ) ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი – მასწავლებლის შიდა შეფასებისა და მისი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების ბაზაზე შექმნილი ჯგუფი;

) შეფასების ინსტრუმენტი – ამ სქემით განსაზღვრული სტატუსის მისანიჭებლად მასწავლებლის მიერ განხორციელებული საქმიანობების შეფასების საშუალება, რომელიც დამტკიცებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;

ქ) სასკოლო საზოგადოება – მოსწავლეები, მშობლები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირები;

ღ) სპეციალური მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;

ყ) სპეციალური მასწავლებლის სტატუსი – პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, რომელიც სპეციალურ მასწავლებელს სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაციის ან/და განხორციელებული აქტივობების საფუძველზე ენიჭება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

შ) სპეციალური მასწავლებლის გამოცდა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის ან წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

ჩ) მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნისფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი (გარდა პრაქტიკოსისა) და უმაღლესი განათლების დიპლომით უდასტურდება აღნიშნული საგნებიდან (გარდა იმ საგნისა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი) ერთ-ერთი საგნის სწავლების უფლება ან დიპლომის დანართით უდასტურდება შესაბამისი საგნის გავლა.

თავი II

მასწავლებლის პროფესიული განვითარება

მუხლი 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებლის ვალდებულებები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული ვალდებულებებია:

ა) სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა;

ბ) საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება);

გ) თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა;

დ) ყოველი სემესტრის/სასწავლო წლის ბოლოს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების/სტრატეგიების შედეგების განხილვა, რის შედეგადაც დირექტორისგან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იღებს განმავითარებელ უკუკავშირს;

ე) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგკურსის/კურსების გავლა:

ე.ა) უფროსი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 20 საკონტაქტო საათი;

ე.ბ) წამყვანი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 12 საკონტაქტო საათი;

ე.გ) მენტორი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 6 საკონტაქტო საათი;

ვ) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, პროფესიული განვითარების სხვა აქტივობის/აქტივობების განხორციელება;

ზ) კოლეგებთან თანამშრომლობა სასკოლო კულტურის განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად;

თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისას ეთიკური ნორმების დაცვა.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აკვირდება მასწავლებლის საქმიანობას (მათ შორის, საგაკვეთილო პროცესს), აფასებს და აძლევს განმავითარებელ უკუკავშირს.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უფროსი მასწავლებელის შემთხვევაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აკვირდება 3 და მეტ გაკვეთილს (საჭიროებიდან გამომდინარე), წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში – არანაკლებ 2 გაკვეთილს, მენტორი მასწავლებლის შემთხვევაში კი – არანაკლებ 1 გაკვეთილს.

მუხლი 5. მასწავლებლის სტატუსის სახეები

1. მასწავლებლის სტატუსის სახეებია:

ა) უფროსი მასწავლებელი;

ბ) წამყვანი მასწავლებელი;

გ) მენტორი მასწავლებელი.

2. მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს ამ მუხლით განსაზღვრული მხოლოდ ერთი სტატუსი.

3. მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია დაევალოს ამ მუხლით განსაზღვრული სხვა სტატუსის მასწავლებლის ფუნქცია, რაც არ ითვალისწინებს გაკვეთილის ჩატარებას.

4. მასწავლებლის სტატუსებიდან იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსია უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო შედარებით მაღალი სტატუსია მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

მუხლი 6. მასწავლებლის სტატუსის მოქმედების ვადა

სქემის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით მასწავლებლისთვის განსაზღვრული სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება იმავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსის მქონე პირისათვის მომდევნო, მაღალი სტატუსის მინიჭება.

მუხლი 7. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

1. უფროსი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს.

2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის მიწოდებული მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და გამოცდაში მიღებული ქულა) საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ, რის შესახებაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

მუხლი 8. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

1. წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

2. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს:

ა) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას;

ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილისშემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);

ბ.ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.

3. სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.

4. მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

5. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დაწესებულ ზღვარს. პირს გამოცდაზე მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, პირს უფლება აქვს, მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.

6. მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.

7. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის თითოეული კომპონენტი ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

მუხლი 9. მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

1. მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

2. მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

ა) მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას;

ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს;

ბ.ა) გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);

ბ.ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.

3. სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია ამ სქემის მე-4 მუხლითა და მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.

4. მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება ამ სქემის მე-4 მუხლით და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.

5. ამ სქემის მე-4 მუხლითა და მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

6. მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს. პირს მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მას უფლება აქვს მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.

7. მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.

8. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის თითოეული კომპონენტი ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

მუხლი 10. მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა

1. უფროსი მასწავლებლის და წამყვანი მასწავლებლის მიერ შესაბამისად წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის (გამოცდების) ჩაბარების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება წინადადებით მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების მიზნით, რომლის საფუძველზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წინადადების მიღების მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში ახორციელებს მასწავლებლის გარე დაკვირვებას, ატარებს სასკოლო საზოგადოებასთან გასაუბრებას და აფასებს მასწავლებლის პორტფოლიოს.

2. მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასებას ახორციელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არანაკლებ 2 პირი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგებს, დასკვნის სახით შეფასებიდან ორი კვირის ვადაში ელექტრონულად/მატერიალურად წერილობითი ფორმით წარმოადგენენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელს ცენტრის მიერ აესახება ელექტრონულ პორტფოლიოში.

4. პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგების შესახებ დასკვნის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. მასწავლებლისთვის სტატუსის (მენტორი, წამყვანი) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი სასწავლო წლის ბოლოს, იღებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 11. მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის გასაჩივრება

1. მასწავლებელს უფლება აქვს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაციის მასწავლებლის ელექტრონულ პორტფოლიოში ასახვიდან ერთი თვის ვადაში.

2. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 12. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო

1. საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საპრეტენზიო კომისიას და ამტკიცებს საპრეტენზიო კომისიის დებულებას.

2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა მასწავლებლის შეფასებასა და მასწავლებლისათვის ამ სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წინადადების შემუშავებაში.

მუხლი 13. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება

1. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია, საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ.

2. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან ერთი კვირის ვადაში წარედგინება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

მუხლი 14. მასწავლებლისთვის წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრება

1. მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის დადებითად შეფასების შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით პირს ენიჭება წამყვანი მასწავლებლის ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

2. მასწავლებელს ამ სქემით განსაზღვრული სტატუსი ენიჭება სასწავლო წლის ბოლოს.

3. მასწავლებლისთვის ამ სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 15. უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების დადასტურება

1. მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით, რომლის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. უფროსი მასწავლებლის სტატუსის, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის, ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებელთა სერტიფიკატების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოსათვის - საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია მასწავლებელი.

3. საგანმანათლებლო რესურსცენტრი მასწავლებელთა სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე/პირებისთვის მასწავლებლის სერტიფიკატების გაცემას/ხელმისაწვდომობას.

თავი III

სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარება

მუხლი 16. სკოლის ბაზაზე სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარება

1. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საფუძველია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი.

2. სპეციალური მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას, თვითშეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას.

3. სპეციალური მასწავლებელი ყოველი წლის ბოლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განიხილავს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების შედეგებს, იღებს განმავითარებელ უკუკავშირს და ადგენს ახალ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას.

მუხლი 17. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეები

1. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეებია:

ა) პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი;

ბ) უფროსი სპეციალური მასწავლებელი;

გ) წამყვანი სპეციალური მასწავლებელი:

გ.ა) სენსორული დარღვევების მიმართულებით – მხედველობის ან სმენის დარღვევის სპეციალიზაცია;

გ.ბ) ინტელექტუალური და დასწავლის დარღვევების მიმართულებით სპეციალიზაცია;

გ.გ) მრავლობითი დარღვევების მიმართულებით სპეციალიზაცია.

2. სპეციალურ მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს ამ მუხლით განსაზღვრული მხოლოდ ერთი სტატუსი.

3. სპეციალური მასწავლებლის იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსია პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, ხოლო ყველაზე მაღალი სტატუსია წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.

მუხლი 18. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოქმედების ვადა

ამ სქემის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით სპეციალური მასწავლებლისთვის განსაზღვრული სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება იმავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსის მქონე პირისათვის მომდევნო, მაღალი სტატუსის მინიჭება.

მუხლი 19. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი

პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი აქვს პირს, რომელიც:

ა) აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 613 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი.

მუხლი 20. უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი

უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

ბ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.

მუხლი 21. წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი

წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) აქვს დოქტორის ხარისხი სპეციალურ განათლებაში;

ბ) ჩაბარებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;

გ) აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მუხლი 22. უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

1. პირის მიერ სქემის მე-20 მუხლით განსაზღვრული რომელიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება წარმოადგენს უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების საფუძველს.

2. უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს იმ სკოლის დირექტორი, რომელშიც დასაქმებულია უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭებაზე წარდგენილი პირი.

3. უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

მუხლი 23. წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

1. უფროსი სპეციალური მასწავლებლის მიერ სქემის 21-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილება წარმოადგენს უფროსი სპეციალური მასწავლებლისთვის წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების საფუძველს.

2. წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომელშიც დასაქმებულია წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭებაზე წარდგენილი პირი.

3. წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

მუხლი 24. უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების დადასტურება და სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით, რომლის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის, ან წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალური მასწავლებლის სერტიფიკატის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოსთვის - საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია სპეციალური მასწავლებელი.

3. საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სპეციალური მასწავლებლის სერტიფიკატის მიღებიდან 20 დღის ვადაში, უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე/პირებისთვის სპეციალური მასწავლებლის სერტიფიკატის გაცემას/ხელმისაწვდომობას.

4. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე ვრცელდება ამ სქემის მე-12 - მე-14 მუხლები.

5. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი IV

მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა

მუხლი 25. განსაკუთრებულ შემთხვევაში მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

1. განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიენიჭოს სქემის მე-5 და მე-17 მუხლებით განსაზღვრული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ასახავს ელექტრონულ სისტემაში.

მუხლი 26. განსაკუთრებულ შემთხვევაში მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების წესის და პირობების განსაზღვრა

განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს შეიმუშავებს და ამტკიცებს კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თავი V

მასწავლებლის შეფასების წესი

მუხლი 27. მასწავლებლის შეფასების წესის მოქმედების სფერო

მასწავლებლის შეფასების წესის მოქმედება ვრცელდება როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებზე.

მუხლი 28. მასწავლებლის შეფასების მიზანი და პრინციპები

1. მასწავლებლის შეფასების მიზანია:

ა) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებთან მასწავლებლის კომპეტენციების შესაბამისობის დადგენა;

ბ) მასწავლებლის შეფასების სისტემის დანერგვით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიურობის გაძლიერების ხელშეწყობა.

2. მასწავლებლის შეფასება ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და შემდეგ ძირითად პრინციპებს: სამართლიანობა, ობიექტურობა, ვალიდობა, თანასწორობა, სანდოობა, გამჭვირვალობა.

მუხლი 29. მასწავლებლის შეფასების ტიპები

მასწავლებლის შეფასების ტიპებია:

ა) გარე შეფასება:

ა.ა) საგნის გამოცდა და წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა;

ა.ბ) კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს წამყვანი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისად უფროსი და წამყვანი მასწავლებლების შეფასებას და შედგება თეორიული (სტატუსის შესაბამისი პროფესული უნარების გამოცდა) და პრაქტიკული ნაწილებისაგან;

ბ) შიდა შეფასება, რომელიც წარმოადგენს დირექტორის მიერ დამოუკიდებლად ან ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად მასწავლებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით და სქემის მე-4 მუხლით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე პროფესიული განვითარების აქტივობების მონიტორინგის შედეგად გაცემულ უკუკავშირს.

მუხლი 30. მასწავლებლის პორტფოლიოში არსებული მტკიცებულებების შეფასება

მასწავლებელი ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის პორტფოლიოში განათავსებს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

მუხლი 31. იმ მასწავლებლის პრაქტიკული კომპონენტის შეფასება, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში

1. მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე საგანს, გარე შეფასების პრაქტიკულ ნაწილს გადის მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2. მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა საგანს, გარე შეფასების პრაქტიკულ ნაწილს გადის მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და საგანში.

თავი VI

მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის შეჩერება/აღდგენა

მუხლი 32. მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის შეჩერების/აღდგენის საფუძვლები

1. უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის შეჩერების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამ შემთხვევაში შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი პირისათვის მასწავლებლის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით.

2. უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მასწავლებელი, სტატუსის აღდგენის მიზნით. მიმართავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც წარმოიშობა ახალი შრომითი ურთიერთობა.

3. უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებლის მიერ სტატუსის აღდგენის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთობის აღდგენა/ახალი შრომითი ურთიერთობის წარმოშობა.

4. პრაქტიკოსი/უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებლის მიერ სტატუსის შეჩერების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამ შემთხვევაში შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი პირისათვის სპეციალური მასწავლებლის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით.

5. პრაქტიკოსი/უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებელი სტატუსის აღდგენის მიზნით მიმართავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც წარმოიშობა ახალი შრომითი ურთიერთობა.

6. პრაქტიკოსი/უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებლის მიერ სტატუსის აღდგენის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და სპეციალურ მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთობის აღდგენა/ახალი შრომითი ურთიერთობის წარმოშობა.

7. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ჩერდება და აღდგება შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე. შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ასახოს ელექტრონულ სისტემაში.

თავი VII

ელექტრონული სისტემის წარმოების წესი

მუხლი 33. ელექტრონული სისტემის წარმოება

1. ელექტრონული სისტემის წარმოების მიზანია მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა, მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შეფასების უზრუნველყოფა და მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მართვა.

2. ელექტრონული სისტემის წარმოებაზე უფლებამოსილნი არიან:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

ბ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;

გ) მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი;

დ) ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი;

ე) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

მუხლი 34. ელექტრონულ სისტემაში შესატანი ინფორმაცია და ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელი პირები

1. მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების მიზნით, ელექტრონულ სისტემაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შესახებ უნდა განთავსდეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით), ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ) ინფორმაცია მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის განათლების, აკადემიური ხარისხის შესახებ;

გ) ინფორმაცია მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სამუშაო გამოცდილების შესახებ.

2. ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი.

3. ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის სრულყოფილად და დროულად განთავსებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

4. გამოცდების შედეგები (საგნის გამოცდა და წამყვანი და მენტორი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა), რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის, შესაბამისი სკოლის დირექტორისთვის, ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის, ელექტრონულ სისტემაში უნდა აისახოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ. აღნიშნული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიეწოდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მოცემულ ინფორმაციას აწვდის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

5. გარე დაკვირვების შედეგები უნდა განთავსდეს ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორისთვის, ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის. გარე დაკვირვების შედეგების ასახვას ელექტრონულ სისტემაში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

6. მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში მისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში განათავსოს მტკიცებულებები პროფესიული საქმიანობის მიმართულებით.

7. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კონკრეტული მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში ასახვის მიზნით, გადასცეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

მუხლი 35. ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომის გასწორება ან/და ჩანაწერში ცვლილების შეტანა

1. ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომის ან მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მის გასწორებას უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის შემყვანი დაწესებულების წარმოებასა და ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი.

2. ელექტრონულ სისტემაში მექანიკური შეცდომის გასწორებას ახორციელებს ამ ინფორმაციის შემყვანი დაწესებულების ელექტრონული სისტემის წარმოებასა და ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი საკუთარი ინიციატივით, ან დაინტერესებული მხარის მიმართვის საფუძველზე. შეცდომის/უზუსტობის გასწორება ხდება ელექტრონული სისტემის შესაბამისი განყოფილების იმავე გრაფაში, შეცდომის/უზუსტობის გასწორების საფუძვლის და თარიღის მითითებით.

3. პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომა/უზუსტობა გამოასწოროს იმ ვადაში, რა ვადაც ჰქონდა განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განთავსებაზე.

მუხლი 36. ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ მონაცემებზე წვდომის დონეები

1. ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ მონაცემებზე წვდომა გულისხმობს ელექტრონული სისტემის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ მონაცემების შეტანის, ნახვისა და შეცვლის უფლებას იმ მოდულების ფარგლებში, რომელზეც აქვს დაშვება ელექტრონული სისტემის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს.

2. ელექტრონული სისტემის მონაცემებზე წვდომის დონეები განისაზღვრება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ელექტრონული სისტემის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირების წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, თითოეულ პირს მისცეს ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი წვდომის დონე.

თავი VIII

მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი

მუხლი 37. მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნისფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი

1. მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი ასწავლის შემდეგი წესით:

ა) მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;

ბ) ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;

გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები.

2. საჯარო სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთების არსებობის შემთხვევაში, და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე.

თავი IX

გარდამავალი დებულებები

მუხლი 38. სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების და კარიერული წინსვლის პირობები

1. პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, 2020 წლის შემოდგომაზე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი.

2. იმ პრაქტიკოსი მასწავლებლის ადგილას, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე (გარდა იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისა, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტ ქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.

3. ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, მათ აქვთ, 2020 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ საგნის ან პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის უფლება.

4. იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტ ქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის ბოლოს აცხადებს კონკურსს.

5. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.

6. 2020–2021 წლის II სემესტრის დაწყებამდე სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების შემთხვევაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს.

7. სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოპოვებული ექნებათ გარკვეული რაოდენობის კრედიტქულა ან/და ნაწილობრივ (1, 4, 7 კრედიტქულაზე) ან სრულად (10 კრედიტქულაზე) დადასტურებული ექნებათ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები, უფლება აქვთ, არსებული საჭიროებიდან (უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო/დარჩენილი კრედიტქულების შესავსებად) გამომდინარე:

ა) გაიარონ ტრენინგმოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ 1-5 კრედიტ ქულა;

ბ) დაადასტურონ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენცია (მათ შორის, განმეორებით) დაგროვილი კრედიტქულების 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით.

8. პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს 2020 წლის ბოლომდე ხელმეორედ დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი (თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები).

9. 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელი იქნება სრულად ან ნაწილობრივ – 1, 4, 7, 10 კრედიტქულით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ქულის %კრედიტქულა
60-დან ზემოთ10
50-დან 60-მდე7
40-დან 50-მდე4
30-დან 40-მდე1

10. პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელმაც ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გზით შეძლო დაგროვილი კრედიტქულების შევსება და 19 კრედიტქულის დაგროვება, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

11. სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებზე, რომლებსაც კანონმდებლობის შესაბამისად შეჩერებული ჰქონდათ შრომითი ურთიერთობა და შესაბამისად ვერ მიეცათ კარიერული წინსვლის საშუალება, არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება შრომითი ურთიერთობის განახლებიდან 2 წლის განმავლობაში.

მუხლი 39. უფროსი მასწავლებლისთვის კარიერული წინსვლის პირობა

1. სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 15 კრედიტქულა, მათ შორის, ორი სავალდებულო აქტივობით (გარდა გარე დაკვირვებისა) ან „გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის №205/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად წარმოდგენილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩაეთვალათ ხარვეზის მქონედ, აღნიშნულ პირებს მოცემული ხარვეზის გამოსწორების ვადად განესაზღვროთ 2019-2020 სასწავლო წლის პერიოდი და ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, რაც დადგინდება მონიტორინგის საფუძველზე, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ მხოლოდ გარე დაკვირვება და წარმატებით გავლის შემთხვევაში 2020 წლის ბოლოს მიენიჭებათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ამ პუნქტით განსაზღვრული ქმედების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნულ პირებზე არ გავრცელდება ამ სქემის მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფროსი მასწავლებლისთვის ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, მას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განესაზღვრება, გამოსწორებული ხარვეზის გათვალისწინებით, გამოსწორებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის და შეფასების ვადები. ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დადებითი შეფასების შემთხვევაში მიეცემა უფლება გაიაროს მხოლოდ გარე დაკვირვება 2020 წლის სექტემბრიდან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებით წარმოდგენილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის მონიტორინგისა და შეფასების გახორციელების უფლებამოსილება აქვთ:

ა) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ კონკურსის წესით შერჩეული ექსპერტებს;

ბ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებს.

მუხლი 40. წამყვანი მასწავლებლისთვის კარიერული წინსვლის პირობა

წამყვან მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა, მათ შორის, განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის შედეგად დაუდასტურდებათ შეფასების ჯგუფის მიერ მინიჭებული კრედიტქულები, 2020 წლის სექტემბერში მიენიჭებათ მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

მუხლი 41. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოს მასწავლებელთა კარიერული წინსვლის პირობები

1. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.

2. 2023 წლამდე არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას და პროფესიულ კომპეტენციას 10-10 კრედიტქულაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია 7-7 კრედიტქულაზე აქვს დადასტურებული, მას უფლება ექნება დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს ტრენინგით/ტრენინგებით და დააგროვოს 19 კრედიტქულა;

ბ) გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსს ან წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ნაწილობრივ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას (1, 4, 7 ან 10 კრედიტქულაზე). მას უფლება მიეცემა, გაიაროს პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგკურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

3. იმ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან რუსულენოვან სკოლებში/სექტორებზე რუსულს, როგორც მშობლიურ ენასა და ლიტერატურას და ჩაბარებული ან ნაწილობრივ დადასტურებული აქვთ პროფესიული უნარების და რუსული, როგორც უცხო ენის გამოცდა და მოპოვებული აქვთ ან 2023 წლამდე მოიპოვებენ წინსვლისთვის საჭირო 19 კრედიტქულას, ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

მუხლი 42. სპეციალური მასწავლებლის განათლების განსაკუთრებული პირობები

1. პირს, რომელსაც აქვს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და რომელიც სპეციალურ მასწავლებლად დასაქმებულია/დასაქმდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ვალდებულია, როგორც პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პირმა, კომპეტენციის დადასტურების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ჩააბაროს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

2. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოს პირს, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა.

3. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებულია, კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2023 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.

4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფროსი სპეციალური მასწავლებლის და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა.

მუხლი 43. პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ სქემის მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარებისა და მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს 2021 წლიდან.

წაიკითხეთ სრულად