განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის დაკვირვების შედეგად, თიმსში მუშაობის პრობლემებად რამდენიმე სახელდება:
- კალენდარში ჩანიშნულ შეხვედრას არ აჩვენებს;
- ვერ შევდივარ გაკვეთილზე;
- არ მიჩვენებს დავალებებს;
- მასწავლებელს დამატებული ვყავარ და მე ვერ ვხედავ გუნდსრ ვდებ დავალებას, ვერ ვნიშნავ შეხვედრას.
ამის გამომწვევი მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში არის შემდეგი:
- სინამდვილეში საერთოდ არ ხართ დამატებული გუნდში იხ. ფოტო N 1 (სად ნახოთ გუნდი)
- (ხშირად სახელი და გვარით ამატებენ, რაც არასწორია. წევრის დამატება აუცილებელია მისი სრული ელფოსტით, რომელიც მასწავლებლის შემთხვევაში ბოლოვდება teachers.gov.ge ხოლო მოსწავლის students.gov.ge)
- გაწევრიანებული ხართ გუნდში, თუმცა არაა თქვენი კლასის გუნდი,არამედ სხვისია. ამის გადამოწმება შეგიძლიათ N 2 და N3 ფოტოს ინსტრუქციის მიხედვით.
- ვერ ამოწმებთ დავალებებს, რადგან გუნდში არ გაქვთ მფლობელის სტატუსი, არამედ ხართ ჩვეულებრივი წევრი იხ.ფოტო N 3
- არ გაქვთ მოწყობილობაში გასწორებული თარიღი და დრო. საათი უნდა იყოს ზუსტად არჩეული, ასევე დროის სარტყელი +4 იხ. ფოტო N 4 და ფოტო N 5
,,ზემოთ აღნიშნული პრობლემების შემთხვევაში გულდასმით გადაამოწმეთ ყველა პუნქტი, თან რამდენჯერმე,'' - აღნიშნავენ emis-ში.
წაიკითხეთ სრულად