Baby Bag

ტრენინგები - „სწავლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ“ ივლისიდან დაიწყება

ტრენინგები - „სწავლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ“ ივლისიდან დაიწყება
9 ივლისს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სატრენინგო პროგრამის „სწავლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ“ ტრენერთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროგრამა გათვალისწინებულია ყველა საფეხურისა და საგნის მასწავლებლებისათვის და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მოზარდთა ონლაინცხოვრების თავისებურებები, კიბერბულინგი,ციფრული რესურსების უსაფრთოება და სხვა.
პროგრამის გავლის შემდეგ მასწავლებელები ონლაინუსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გაანალიზებასთან ერთად, შეძლებენ ციფრული მოქალაქეობის ძირითადი მახასიათებლების დანერგვას სასწავლო პროცესში, კიბერბულინგის ამოცნობასა და პრევენციას.
აღსანიშნავია, რომ სატრენიგნო პროგრამაზე დარეგისტრირებულია 1000 მასწავლებელი. ტრენინგები მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყება.