UG-PriEd-ი ახალ ტრენინგს სთავაზობს დაწყებითი კლასების მასწავლებლებს (1 კლასი). ტრენინგი ჩატარდება 1- 2 სექტემბერს.
სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ.
ძირითადი საკითხები:
• კითხვის ფსიქოლოგიური ასპექტების გაცნობა; როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს გამოიმუშაონ კითხვითი ქცევები და დამოკიდებულებები;
• კითხვის სწავლების საბაზისო მოდელი - კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიული მიდგომა;
• კითხვის სწავლების ოპტიმალური მოდელი - პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემა;
• ფონოლოგიური უნარების განვითარების ტრაექტორია და ამ უნარის განვითარების მნიშვნელობა წერა-კითხვის სწავლებისთვის;
• ვიდეორესურსის გამოყენება პედაგოგიურ პრაქტიკაში;
• სადემონსტრაციო აქტივობა (წინასააბანბანო პერიოდის გაკვეთილი);
• მართული პრაქტიკა - ეფექტური გაკვეთილის დაგეგმვა პოსტერების გამოყენებით;
• გაკვეთილზე დაკვირვების ფორმის გაცნობა და გამოყენება;
• ანბანისა და სიტყვების წაკითხვის სწავლება;
• ტექსტების ადაპტირება და საკუთარი მოსწავლეების საჭიროებებზე მორგება;
• კითხვის გაკვეთილისთვის მოსწავლეთა კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული ეფექტური სასწავლო რესურსების მომზადება;
• სადემონსტრაციო აქტივობა (საანბანო პერიოდის გაკვეთილი);
• მართული პრაქტიკა - ეფექტური გაკვეთილის დაგეგმვა;
• კონსტრუქციული უკუკავშირი.
ტრენინგის ხანგრძლივობაა 2 დღე, ღირებულება - 80 ლარი.
წაიკითხეთ სრულად