განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი და ხანგრძლივობა განისაზღვრა.
ბრძანების თანხმად, ტესტირება ჩატარდება 6 და 7 მარტს შემდეგ მისამართებზე:
- სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“
მისამართი: ქალაქი ქობულეთი, რუსთაველის N154
- სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“
მისამართი: ქალაქი თბილისი, გურამ ფანჯიკიძის N3
- სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მისამართი: ქალაქი თბილისი, კოსტავას N68 (I კორპუსი).
დირექტორობის მსურველთა საგამოცდო ცენტრებში გადანაწილების შესახებ ინფორმაცია, რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდების მიხედვით, გამოქვეყნდება 4 მარტს.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ტესტირება ჩატარდება 4 სესიად, დღეში 2 სესია. ტესტირების პირველი სესია დაიწყება 09:00 საათზე, ხოლო მეორე სესია - 16:00 საათზე. ტესტირების ხანგრძლივობა შეადგენს 4 საათს. რეგისტრაცია დაიწყება ტესტირების დაწყებამდე 1 საათით ადრე. დირექტორობის მსურველი ვალდებულია, ტესტირებაზე რეგისტრაციის მიზნით, საგამოცდო ცენტრში გამოცხადდეს რეგისტრაციის დასრულებამდე.
დირექტორობის მსურველი ვალდებულია თან იქონიოს:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
- საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი, რომელიც მიენიჭა რეგისტრაციის დროს;
- საწერი კალამი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - 2020 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი
გაეცანით საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამას
წაიკითხეთ სრულად