საგამოცდო პროცესის მიმდინარეობა გაინტერესებთ?
გაეცანით შეფასებისა და გამოცდების ინფორმაციას:
➡️ ცხადდებით საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას;
➡️ რეგისტრაციის გავლამდე აბარებთ ზედმეტ ნივთებს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი იკავებთ თქვენთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში;
➡️სექტორში დაგირიგდებათ პასუხების ფურცელი და ფურცელი შავი სამუშაოსათვის, ასევე გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალა (მაგ.: კალამი, რუკა, მენდელეევის ტაბულა);
➡️ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი;
➡️ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს);
➡️ყველა საგამოცდო სექტორში დამონტაჟებულია ვიდეოკამერა - მთელი საგამოცდო პროცესი იწერება;
➡️საგამოცდო დროის ამოწურვის, ან თქვენ მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც ადასტურებთ უწყისში ხელმოწერით. ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებთ ნამუშევარს, რითაც საგამოცდო პროცესი სრულდება;
➡️პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
წაიკითხეთ სრულად