განათლების კვლევებისა და მეცნიერების განვითარების ცენტრის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, პედაგოგებს საშუალება ეძლევათ, შეუერთდნენ ახალ ციფრულ სასწავლო კურსს - „პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა“, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება.
ცენტრის ინფორმაციით, კურსი უფასოა და მასზე რეგისტრაცია პედაგოგთა მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას შეეძლება. რეგისტრაციის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ივლისის ბოლოს გამოქვეყნდება, რეგისტრაცია კი 12 აგვისტოს, დღის 13:00 საათიდან 15:00 საათამდე გაგრძელდება.
როგორც განათლების კვლევებისა და მეცნიერების განვითარების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კურსის ფარგლებში მასწავლებელბს საშუალება ექნებათ :
- მოისმინონ ლექციები კვლევის დაგეგმვის, პროცედურებისა და ეთიკური ასპექტების შესახებ;
- ხელმძღვანელის მითითებით შეასრულონ პრაქტიკული დავალებები;
- მიიღონ მასალები, რომლებიც დაეხმარებათ კვლევის დამოუკიდებლად განხორციელებაში;
- ციფრული კურსის დასრულების შემდეგ, მიღება გამოცხადდება ვორქშოპზე - სადაც პედაგოგებს საშუალება ექნებათ პრაქტიკულად განახორციელონ კვლევა და მიიღონ განმავითარებელი შეფასება.