Baby Bag

​პედაგოგთა და პედაგოგობის მსურველთა საყურადღებოდ!

​პედაგოგთა და პედაგოგობის მსურველთა საყურადღებოდ!

განათლების კვლევებისა და მეცნიერების განვითარების ცენტრი პედაგოგთა და პედაგოგობის მსურველთა საყურადღებოდ ​პედაგოგიური კვლევის დისტანციური კურსის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ცენტრის ცნობით, კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, თუმცა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ მოქმედ პედაგოგებს.

კურსის ფარგლებში მომზადებულია დისტანციური სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს :

1. რა არის კვლევა? პედაგოგიური კვლევის მნიშვნელობა.
2. კვლევის მეთოდები (რაოდენობრივი და თვისებრივი)
3. კვლევის ინსტრუმენტები , კვლევის გეგმის შემუშავება და პროცედურები
4. მონაცემის სახეები და მათი დამუშავება
5. კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და ვიზუალური რეპრეზენტაცია
6. კვლევის ეთიკა

კურსზე რეგისტრაცია 12 აგვისტოს დაიწყება, აპლიკანტების რაოდენობა კი შეზღუდულია.

ცენტრის ინფორმაციით, სასწავლო კურსისთვის აპლიკანტები შეირჩევიან მერიტოკრატიული პრინციპებით, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით:

1. პროფესიული მოტივაცია - 30%
2. ცოდნის დისემინაციის სქემა - 30%
3. სასწავლო კურსის საჭიროების დასაბუთება - 40%

შერჩევისას ასევე გათვალისწინებული იქნება:

1. შერჩეული აპლიკანტების გეოგრაფიული დანაწილება (რეგიონების თანაბარი ჩართულობა)
2. გენდერული ბალანსი

წარმატებული მონაწილეები მიიღებენ ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების სერტიფიკატებს.

კურსში მონაწილეობა უფასოა.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით განათლების კვლევებისა და მეცნიერების განვითარების ცენტრს ​ამ გ​ვერდზე.

შეიძლება დაინტერესდეთ

რეგისტრაცია დაიწყო ტრენინგზე, რომელსაც მასწავლებლის სახლიდან მოწვეული ტრენერები ატარებენ - ტრენინგი დაგეხმარებათ დაწყებითი საფეხურის კომბინირებულ (I-IV) გამოცდაზე 10 კრედიტის მოპოვებაში

რეგისტრაცია დაიწყო ტრენინგზე, რომელსაც მასწავლებლის სახლიდან მოწვეული ტრენერები ატარებენ - ტრენინგი დაგეხმარებათ  დაწყებითი საფეხურის კომბინირებულ (I-IV) გამოცდაზე 10 კრედიტის მოპოვებაში
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის წარჩინებული აპლიკანტები ნარგიზი იარაჯული, მანანა ხუციშვილი, მადონა ბერუაშვილი აღნიშნავენ, რომ ტრენინგები მათ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე ჩაბარებაში დაეხმარათ:

„ტრენინგები ძალიან დაგვეხმარა გამოცდის სწორად აღქმასა და დაწერაში, რადგან ეს გამოცდა მხოლოდ საგნის ცოდნას არ მოითხოვს, ის დამატებით უნარებსაც ამოწმებს. აქედან გამომდინარე, ცენტრში ისწავლება, არა მხოლოდ საგნები, არამედ გამოცდის დაწერის მეთოდიკა,“ - აცხადებენ აპლიკანტები.
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში გადამზადებულ პედაგოგთა 90%-ზე მეტმა გამოცდაზე უმაღლესი შეფასება - 10 კრედიტი დააფიქსირა! აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მათი რაოდენობა 95%-მდე გაიზარდა. ტრენინგ-ცენტრი ლიდერობას არავის უთმობს. ცენტრს ყველაზე მეტი წარმატებული, 10-კრედიტიანი აპლიკანტი ჰყავს.

მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდაზე შემოდგომაზე გადიან, შესაძლებლობა ეძლევათ, გაიარონ ტრენინგები საგამოცდო საკითხებზე მასწავლებლის სახლიდან მოწვეულ სერტიფიცირებულ ტრენერებთან. ტრენერები პედაგოგებს შეასწავლიან, როგორ უნდა დაწერონ გამოცდა ისე, რომ მაღალი შეფასება - 10 კრედიტი დაიმსახურონ. პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის რამდენიმე ტრენერი გამოცდებსაც ასწორებს. მათ მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდული ამომწურავად პასუხობს გამოცდის სპეციფიკას.

ტრენინგებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდება. კურსის დასაწყისში მასწავლებლებს მიეწოდებათ ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ​დაწყებითი საფეხურის კომბინირებულ კურსზე, რომელშიც შედის შემდეგი საგნები:
  • ქართული, 
  • მათემატიკა, 
  • ბუნება, 
  • აკადემიური უნარები
ტრენინგის ხანგრძლივობაა 48 საათი, მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობა 3-საათიანია, სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით (აუდიტორიაში) - 200 ლარი, ონლაინ მეცადინეობა - 180 ლარი.


​რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ​ბმულს 
https://forms.gle/M​1JYE6qjd9BQSjzA8.

​დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქგვერდს და ჯგუფს ან დარეკეთ ნომერზე 592 477 277.

R.
წაიკითხეთ სრულად